თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნანა დარასელიას ავტომობილს ავტომობილს ესროლეს.სავარაუდოდ ტყვია მოსამართლის მანქანას საბარგულთან მოხვდა. დაზიანება მოსამართლემ 18 იანვარს საქალაქო სასამართლოს ეზოში აღმოაჩინა, თუმცა სავარაუდოდ მის ავტობილს სხვა ადგილას ესროლეს. ნანა დარასელიამ მომხდარის შესახებ საპატრულო პოლიციას აცნობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს, რაც მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს. მოსამართლის მანქანასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე უკვე დანიშნულია ოთხი ექპერტიზა, მათ შორის ბალისტიკური, ქიმიური, ტრასოლოგიური.
მოსამართლე ნანა დარესელია, თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელსაც ახლა ის განიხილავს საყდრისის საქმეა.
დარასელიამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა კანონიერი საყდრისის ძეგლის აფეთქებაზე ხელისუფლების მიერ გაცემული ბრძანება.
საყდრისის საქმის გარდა მოსამართლე ნანა დარასელია კიდევ რამდებიმე გახმაურებულის სამქმის მოსამართლე იყო. პირველად ნანა დარასელია მედიის ყურადღების ცენტრში 2012 წლის 11 ივნისს მოექცა, როდესაც არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილი და მისი კუთვნილი კომპანიები კანონდამრღვევად სცნო და ჯერ 22 შემდეგ კი 21 მილიონი ლარით დააჯარიმა.
http://rustavi2.com/ka/news/37849
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo