გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ შევეცდები ჩამოვაყალიბო ჩემი გასაჭირი.
მოკლედ ანონიმურობისათვის ვიყენებ ჩემ ანდროიდ პლანშეტზე orfox-ს და orbot-ს, მაგრამ შევამჩნიე ერთი რამ, რაც საეჭვოდ მეჩვენება და ვფიქრობ, რომ ამის გამო ანონიმურობა აღარ არის დაცული, როდესაც შევდივარ Google-ში ან სხვა რომელიმე საიტზე რომელიც არ არის ქართული, მაგრამ აქვს ქართული ენა, ავტომატურად ითარგმნება ქართულად არადა წესით ხომ ვერ უნდა ხვდებოდეს სად ვიმყოფები?! შემდეგ ვამოწმებ საკუთარ ip-ს და თითქოს ყველაფერი კარგადაა... ამის შემდეგ ამ საიტზე შევამოწმე რამდენად არის დაცული ჩემი ბრაუზერი
https://panopticlick.eff.org აქაც თითქოს საგანგაშო არაფერია, მაგრამ შევამჩნიე ერთი უცნაური რამ, კერძოდ ეს:
HTTP_ACCEPT Headers deflate en-KA en-US,en;q=0.5ჩემი ვარაუდით მიზეზი იმისა, რომ საიტები ითარგმნება არის ეს:
en-KA, ჩემი აზრით ამის გამომწვევი მიზეზი არის შემდეგი, ის რომ პლანშეტის მენიუ არის ქართული ან/და ის რომ play store-ზე საიდანაც გადმოვწერე მიბმულია GMail რომელიც საქართველოშია დარეგისტრირებული.
როგორ შემიძლია გამოვასწორო აღნიშნული პრობლემა და უქნმის თუ არა ჩემ ანონიმურობას საფრთხეს