რატომ გგონიათ ,რომ გაცნობის საიტებზე მხოლოდ ''ბოზები'' არიან ? ! აი ეს სტატია გამახსენდა :
''ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ის წყვილები, რომლებმაც ოჯახი ონლაინ–გაცნობის შედეგად შექმნეს, თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, ვიდრე “ტრადიციული”, არავირტუალური გზით გაცნობილი ადამიანების მიერ შექმნილი ოჯახები.
ამ დასკვნამდე ამერიკელი ფსიქოლოგები მივიდნენ, რომლებმაც შესაბამისი კვლევა ჩაატარეს და სტატია სამეცნიერო ჟურნალში: Proceedings of the National Academy of Sciences გამოაქვეყნეს.
ჯონ კაჩოპოს განცხადებით, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში მუშაობს, მეცნიერთა ჯგუფმა გაანალიზა ამერიკული ოჯახების ქორწინებისა და გაყრის ისტორიები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მათ ონლაინ–გაცნობის ერთ–ერთმა უმსხვილესმა კომპანია eHarmony–მ მიაწოდა....
კვლევის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ამერიკაში ის ოჯახები, რომლებმაც ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, ნაკლებად ხშირად (26 პროცენტით) ინგრევა, ვიდრე ჩვეულებრივი ოჯახები. გარდა ამისა, კვლევის ავტორი, ფსიქოლოგების მტკიცებით, ამერიკაში ვირტუალურად გაცნობილი უფრო მეტი ოჯახი გრძნობს თავს ბედნიერად, ვიდრე არავირტუალური წესით გაცნობილი ოჯახი.....''