„მაგრად ვზივარ“, - დავით უსუფაშვილი რესპუბლიკელების კოალიციიდან გამოყოფის შესახებ
დღეს, 14:54
„მაგრად ვზივარ“, - დავით უსუფაშვილი რესპუბლიკელების კოალიციიდან გამოყოფის შესახებ
დღეს, 14:54 28
დავით უსუფაშვილმა კოალიცია ქართული ოცნებიდან რესპუბლიკური პარტიის გამოყოფაზეც გააკეთა განცხადება. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რესპუბლიკელები რჩებიან კოალიციაში.
„იმ დღიდან კოალიციაში შევედით თუ არა პარლამენტში ყველა ერთად, მეორე დღესვე დაიწყო ამბები. აი, ნახავთ, რომ რესპუბლიკური პარტია 2 დღეში წავა სადმე - ამბოდნენ. სანაძლეოები უნდა დამედო ყველა იმ პროგნოზის გამცემისთვის, თუ ჟურნალისტისთვის, თუ ოპონენტისთვის.
მაგრად ვზივარ რა. ამ ბიძგებს რომ ვექვემდებარებოდეთ, მაშინ რატომ უნდა ვიჯდე იქ, სადაც ვზივარ. ბიძგების სურვილიც რო არ იყოს, მაშინ პოლიტიკა არ იქნებოდა. ეს არ არის კეთილშობილ ქალიშვილთა და ჭაბუკთა კრებული, სადაც, უიმე, თქვენი ჭირიმე, რამე არ გეტკინოთ და არ გაწყენინოთ. რა თქმა უნდა, ეს კონკურენციაა, ამ კონკურენციაში, ხან გიბიძგებენ, ხან გიკბენენ, ხან გიბწკენენ, ხან რაღაცა იქნება. მაგრამ ამის გამო ფატალისტური დასკვნების გაკეთება, რომ მორჩა, დასრულდა, ვიღაცა მირბის, ასე არ არის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
http://rustavi2.com/ka/news/37925