ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ქვეყანა პირველია, რომელმაც მზეზე ადამიანი დასვა!
განცხადებაში ნათქვამია, რომ ასტრონავტი ჰუნგ ილ გონგმა 21 იანვრის ღამის 3 საათზე დატოვა დედამიწა და 4-საათიანი დამღლელი ფრენის შემდეგ დაეშვა მზეზე.
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, გაცნობოთ იმის შესახებ, რომ ადამიანის მზეზე დაშვების მისია წარმატებით დასრულდა," _ განაცხადა ჩრდილოეთ კორეის მთავარი არხის ტელეწამყვანმა.
"ჩრდილოეთ კორეამ დაამარცხა ყველა ქვეყანა და დაასწრო მათ მზეზე დაშვება. ჰუნგ ილ გონგი გმირია და იმსახურებს გმირულ დახვედრას. ეს სპეციალურად გაწვრთნილი ასტრონავტი დაბრუნდა დედამიწაზე დღეს, დილის 9 საათზე, სადაც ის შეხვდა მის ბიძას და ქვეყნის ლიდერს კიმ ჯონგ-უნს".
კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა 17 წლის "კოსმოსურმა მკვლევარმა" მზეზე გაფრენა, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ "ის მზეს მიუახლოვდა ღამით, რითაც თავი აარიდა მის სხივებს". "ასეთმა გენიოსურმა მიდგომამ ეს სახალხო ქვეყანა დააწინაურა მსოფლიოში კოსმოსური გამოკვლევების ასპარეზზე.
მზეზე ყოფნის დროს ჰუნგმა მოაგროვა ვარსკვლავის ზედაპირის ნიმუშები და მის ლიდერს საჩუქრად ჩამოუტანა".
ჩრდილოეთ კორეის მთავარი ახალი ამბების სააგენტოს მიერ ეს 18-საათიანი "მისია" უკვე ჩაითვალა "თანამედროვეობის უდიდეს მიღწევად".
http://geworld.ge/ViewGE.php?G=8497&lang=geმზეზე ყოფნის დროს ჰუნგმა მოაგროვა ვარსკვლავის ზედაპირის ნიმუშები და მის ლიდერს საჩუქრად ჩამოუტანა".

ძალიან უყვართ თავაანთი ლიდერი