thanos მადლობა <3 ........................................................................
* * *
1. ჰომეროსი “ილიადა”
ა) აქილევსის და აგამემნონის კონფლიქტი; ძალაუფლება და ქარიზმა;
ბ) თერსიტეს ეპიზოდი: არისტოკრატული კულტურა დემოკრატიულის წინააღმდეგ (როგორია თერსიტე, რას ‘ქადაგებს’, რა არგუმენტებს მოიხმარს, ვინ გააკმენდინებს ხმას და რა არგუმენტებით)
გ) ჰექტორისა და ანდრომაქეს შეხვედრა, ბედისწერისა და ღირსების საკითხი.
დ) პრიამოსისა და აქილევსის შეხვედრა და ურთიერთპატიების იდეა.
2. ჰომეროსი “ოდისეა”
ა) ტელემაქეს ჩამოყალიბების დინამიკა (როგორ იწყება მისი ‘გამოღვიძება’, რა როლი აქვს ათენას, რა როლი აქვს მის მოგზაურობას ნესტორთან და შემდეგ მენელაოსთან და ელენესთან; ტელემაქე და სასიძოები.
ბ) ოდისევსი და ციკლოპის ეპიზოდის გარჩევა
გ) ოდისევსის დაბრუნების პერიპეტიები: მეღორე ევმეოსი, ტელემაქესთან შეხვედრა, პენელოპესთან შეხვედრა
დ) რას ვიგებთ საიქიო ცხოვრებაზე “ოდისეის” მიხედვით?
3. ესქილეს “მიჯაჭვული პრომეთე”: რატომ ისჯება პრომეთე? რა ასწავლა პრომეთემ ადამიანებს? რას ნიშნავს “მივეცი მათ [ადამიანებს] დავიწყება და ბრმა იმედი”? ვინ არის იო და რა ფუნქცია აქვს ამ დრამაში? ვინ უთანაგრძნობს პრომეთეს?
4. სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”: ბედისწერის და პასუხისმგებლობის საკითხი - აქვს თუ არა რამე ბრალი/პასუხისმგებლობა ჩადენილისთვის ოიდიპოსს, მიუხედავად იმისა, რომ ბედისწერით განსაზღვრული ჰქონდა დედის ცოლად შერთვა და მამის მკვლელობა? რა როლი აქვს ტირესიასის გამოჩენას და რას ნიშნავს მისი სიტყვები: “ეს დღე დაგამხობს და სწორედ ეს დღე გშობს კიდეც”? რა არის ამ ტრაგედიის მთავარი სათქმელი?
5. სოფოკლეს “ოიდიპოსი კოლონოსში”: რატომ არ ეკრძალვის/ეშინია ოიდიპოსს ერინიების წმინდა ადგილის და თამამად შედის მასში? რას და როგორ ითხოვენ მისგან ა)კრეონტი და ბ) პოლინიკე და რა არის ამაზე ოიდიპოსის რეაქცია? რა ანდერძს უტოვებს ოიდიპოსი თეზევსს? რა როლი აქვს ამ დრამაში ანტიგონეს? როგორ ახსნით ანტიგონეს სიტყვებს მამის სიკვდილის მერე “მენატრება ის სიმწარე”?
6. სოფოკლეს “ანტიგონე”: რა დილემაა წამოჭრილი ამ დრამაში, რა პრინციპი უპირისიპირდება რას? რატომ არ აძლევს ანტიგონე უფლებას ისმენეს მასთან ერთად წავიდეს სიკვდილზე? რას ურჩევს ჰემონი კრეონტს? რა არის ანტიგონეს მოტივები, როდესაც სიკვდილზე მიდის (თუ რამდენიმე მოტივს დაასახელებთ, განალაგეთ ეს მოტივები იერარქიულად, მათი მნიშვნელობის მიხედვით).
7. ევრიპიდეს “მედეა”: როგორ ცდილობს მედეა გავლენის მოხდენას კორინთოს მოქალაქეებზე (როგორ აცოდებს თავს ა.შ.)? მედეას და იასონის პირველი შეხვედრა: რა არგუმენტები მოჰყავს იასონს თავის გასამართლებლად და რამდენად დამაჯერებელია ისინი? რა არის მედეას შურისძიების მიზეზ(ებ)ი და რა შედეგი მოჰყვება მას?
8. არისტოფანეს “ბაყაყები”: რა არის ამ კომედიის სიუჟეტი? როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, რა ასპექტებში ესქილე და ევრიპიდე? რა ქმნის კომიკურ ეფექტებს? რატომ იმარჯვებს ესქილე?
ჩამოთვლილთაგან ვის რაზეც შეგიძლიათ რამდენიმე წინადადება შემაწიეთ

<3