#46896615 · 2 Feb 2016, 15:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Despo96
| QUOTE | | მაინტერესებს რა კარტა უნდა მიაბა ან როგორ უნდა მიაბა? |
PayPal-ის და სხვა ელექტრონული საფულის ანგარიშები (Payoneer, Skrill) ებმევა. პირდაპირ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვაც შესაძლებელია, საქართველოში გადარიცხვისას 30$ საკომისიო იჭრება. სხვა ინფორმაცია არ მაქვს.
| QUOTE | | ასევე ვინმე თუ მუშაობს ამჟამად Upwork-ზე ვინმე, რომ თავის გამოცდილება გაგვიზიაროს აქ. |
ვცდილობ ვიმუშაო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ, მიუხედავად იმისა რომ ერთმა პოტენციურმა კლიენტმა დასაქმებაც შემომთავაზა.
| QUOTE | | რა არის საჭირო იმისთვის რომ დამსაქმებელი დავაინტერესოთ ჩვენი თავით? |
პროფილის მოწესრიგება, 100%-ით შევსება, აქტიურობა და მიმზიდველი თანმხლები (სამოტივაციო) წერილების გაგზავნა. ზოგადი რჩევები თვითონ საიტზეცაა წარმოდგენილი, გადახედეთ.
დასაწყისში საკმაოდ რთულია, გამოხმაურებებისა და შეფასებების არ მქონე კანდიდატურების არჩევისგან რიგი დამსაქმებლისა თავს იკავებს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ თანხმლებ წერილში საინტერესოდ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი.
წარმატებას გისურვებთ.
--------------------
"ვინ ვარ მე, ჩემმა მზემ?" - ქალბატონი მზევინარი.
|