გამარჯობა ყველას
ჩემი პირველი პოსტია და გთხოვთ არ მცემოთ (':cry:')
1 კვირის წინ BSOD ამომიგდო. BSOD viewer-ით ვნახე კოდები და დავსერჩე და ბოლოს დავასკვენი რომ ოპერატიულის ბრალია. სულ ახალი ოპერატიული შევიძინე და დავუყენე. დღეს კვლავ ამომიგდო. ეხლა ეჭვი შემეპარა ჩემს გადაწყვეტილებაში. ან შეიძლება სულაც არ ვიმსჯელე არასწორად და ოპერატიულის სლოტების ბრალია დედა პლატაზე, ესეგი დედაპლატაა დაზიანებული. იმასაც ვიტყვი რომ სხვა კომპიუტერზე შევაერთე ჩემი ძველი ოპერატიული და დამწვარი აღმოჩნდა როცა გავტესტე მემტესტ86-ით.
ამ ახალ BSOD-ს მონაცემები ავტვირთე და თუ შეიძლება ვინმე დამეხმაროს. დიდი მადლობელი ვიქნები.
ქულერი ტრიალებს 2000 RPM სიჩქარით.
პროცესორზე სულ ახალი წასმულია თერმო პასტა.
კვების ბლოკი უდევს 500-იანი რეალური.
ვიდეო დაფა არ მიყენია.
რაც შეეხება მყარ დისკს გავტესტე ჰაირენს დისკის პროგრამა HDD Regenerator-ით და არანაირი Bad Sectors არ ჰქონდა ასევე სხვა სატესტო პროგრამებითაც და ყველამ დადებითი პასუხი მომცა.
ბიოსი ქარხნულ მონაცემებზეა დაყენებული, ერთად-ერთი რასაც ვცვლი არის Boot dividce priority, რაც მხოლოდ HDD-ს დანახვაზე მაქვს ჩართული, Second და Third აყენია disabled-ზე.
SATA კაბელი SATA 1-ში მაქვს ჩართული. ბიოსში IDE-ს დანახვაზე არაა დაყენებული, SATA-ზეა.
ძაან დიდ ბოდიშს ვიხდი თუ არასწორ ადგილას დავპოსტე, ეს ჩემი პირველი პოსტია. (':vik:')
და დიდი მადლობა.
This post has been edited by PenguinInMyPants on 2 Feb 2016, 15:33
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 57 )
a.txt