უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, სანადირო თოფიდან გასროლით 15 წლის გოგონა დაიჭრა.
თვითმხილველების თქმით, მეზობელს თოფი შემთხვევით გაუვარდა. სხეულის დაზიანებებით მოზარდი ჯერ ახმეტის, მოგვიანებით კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ექიმების თქმით, გოგონას მუცლის ღრუს ორგანოები აქვს დაზიანებული და მდგომარება მძიმეა.
როგორ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...na-daitcra.htmlიმედია გადარჩება