ხალხებო,
ვგონებ ბლოგერიც იმსახურებს ერთ თემა. მაშ დავიწყოთ
ჯერ გავარკვიოთ რა არის ბლოგი.
ბლოგი წარმოადგენს ინტერნეტში გამოქვეყნებული პოსტების
(გაზეთში ქვეყნდება სტატია, ტელევიზიით გადაიცემა სიუჟეტი, ბლოგზე ჩანაწერს კი “პოსტი“ ქვია) ერთობლიობას, რომელიც დალაგებულია ქრონოლოგიურად.
(ყოველი ახალი პოსტი სიის თავში აღმოჩნდება ხოლმე და წინა პოსტებს ჩააჩოჩებს). ამიტომ ბლოგს ინტერნეტ დღიურად, ინტერნეტ ჟურნალად, ონლაინ დღიურადაც კი მოიხსენიებენ. პოსტი შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, სურათს, მულტიმედიას, ანიმაციას. პოსტები ხშირად მცირე მოცულობისაა. ბლოგზე შესაძლებელია მკითხველმა გააკეთოს კომენტარი, დასვას კითხვა, შეაფასოს პოსტი, გააზიაროს სოციალურ ქსელში და ა.შ. ბლოგის ავტორი არის ბლოგერი, ხოლო ბლოგების ერთობლიობას ბლოგოსფეროდ მოიხსენიებენ.
ტერმინი „weblog“ პირველად გამოიყენა ჯორნ ბარგერმა ( Jorn Barger) 1997 წლის 17 დეკემბერს. მოკლე ფორმა "blog" (we
b log) პირველად Peter Merholz-მა თავის საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა (1999წ). მან ხუმრობით "გადაადაგილა" ჰაერი და გამოვიდა "we blog". შემდეგში კი Pyra Labs-ის თანამშრომელმა Evan Williams-მა გამოიყენა თავის პროდუქტში blogger.
პირველ ბლოგად მიჩნეულია ტიმ ბერნს-ლის ვებ გვერდი, სადაც ის 1992 წლიდან აქვეყნებდა სიახლეებს. 1999 წლის 23 აგვისტოში კი კომპანია Pyra Labs (სან-ფანცისკო) გახსნა საიტი www.blogger.com და ეს იყო პირველი უფასო ბლოგ სერვისი. 2003 წლის 18 თებერვლიდან ეს სეერვისი შეისყიდა გუგლმა.
(კიდო შევავსებ)
ამჟამად Blogger არის გუგლის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ბლოგის შექმნის საშუალებას აძლევს ყოველგვარი პროგრამული კოდების ცოდნის გარეშე. შესაძლებელია ერთ ბლოგზე იმუშაოს რამდენიმე ავტორმა. ერთ ავტორს შეუძლია შექმნას 100-მდე სხვადასხვა ხასიათის და დასახელების ბლოგი. თითოეული ბლოგის მისამართი მთავრდება .blogspot.com ან შესაძლებელია ბლოგის კონტენტი გადავიტანოთ ავტორის მიერ დარეგისტრირებულ სხვა მისამართზე.
ძალიან ადვილად შესაძლებელია ბლოგის დიზაინის შეცვლა, ბლოგს გააჩნია დიზაინის და გაფორმების საკმაოდ მრავალფეროვანი უფასო (და ფასიანი) თემები.
ბლოგერის ძრავის გადატანა მომხმარებლის სერვერზე შეუძლებელია, მაგრამ HTML კოდის სრული რედაქტირებაა შესაძლებელი. ამ თვისებით ბლოგმა კიდევ უფრო აიმაღლა თავისი რეიტინგი და მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა კონკურენტებთან შედარებით. ბლოგის პოპულარობას კი მისი მეპატრონე გუგლი სტაბილურად უზრუნველყობს/ ის ძალიან კარგად არის ინტეგრირებული გუგლის სხვა პროდუქტებთან, როგორიცაა, Google+, Gmail, Youtube, Drive, Picasa,(ინტერგრირებულია), Photos. აგრეთვე WEB2-ის ისეთ ცნობილ პროუქტებთან, როგორიცაა Facebook და Twiter
ამ ლინკზე დაჭერით შეგიძლიათ გადახვიდეთ ბლოგერის ვებგვერდზეახლა კი გთავაზობთ 2 ვიდეოგაკვეთილს,
ეს არის ბლოგის შექმნის ვიდეოინსტრუქცია, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ გუგლის ანგარიში (რეგისტრირებული ხართ gmail.com ელექტრონული ფოსტაზე). და თუ თქვენ ელ ფოსტა არ გაქვთ, კიდევ აქ ზიხართ, აბა ჩქარა, ნახეთ ვიდეოგაკვეთილი ფოსტის შექმის შესახებ და დარეგისტრირდით ელექტრონულ ფოსტაზე. (დამიჯერეთ, ბევრჯერ გამოგადგებათ)
ამ ყველაფერს კი ბონუსად კი ელექტრონულ ფოსტაში მუშაობის ვიდეოგაკვეთილს მოვაყოლებ
თუ ბლოგის შექმნა გადაწყვიტეთ, რათქმაუნდა ბლოგერს გირჩევთ და დაგეხმარებით სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში
გამოგვეხმაურეთ აქ,
იუთუბის არხზე და
ბლოგზე This post has been edited by bombora2010 on 9 Feb 2014, 17:36