TreZoRA 
7 ლიტრას წვავს ქალაქში და ტრასაზეც 110-120-ით რომ ვიარე იგივე დამიწვა.
ჰიბრიდის სისტემა მუშაობს 60 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე. მუშაობს შემდეგნაირად: იქოქება ჩვეულებრივ ბენზინის ძრავი (ოღონდ სტარტერი არა აქვს, გასაღებს რომ გადაატრიალებ, ელექტრო ძრავი ქოქავს ბენზინის ძრავს) შეგიძლია ჩვეულებრივად დაძრა და იმოძრაო. როცა აკუმულატორები საკმარისად დამუხტულია, ბენზინის ძრავი ქვრება და გადადის ელექტრო ძრავზე, ამ დროს არანაირ ,,დიორგანიებს'' ან რამეს არ ატყობ, უბრალოდ ხმაზე ხვდები რომ ჩაქვრა ბენზინის ძრავი და ტახომეტრის ისარი ჩამოვა მწვანე ველზე. თუ აქსელერატორს მსუბუქად აწვებით ივლის ელექტრო ძრავზე სანამ აკუმულატორების ძაბვა არ ჩამოვა კრიტიკულ ზღვარზე, როგორც კი აქსელერატორს ძლიერად დაადგამთ ფეხს, მეყვსეულად ირთვება ბენზინის ძრავი, შესაბამისად ტახომეტრის ისარიც აიწევს შესაბამის ბრუნამდე, ასევე როცა აკუმულატორების ძაბვა ჩამოდის კრიტიკულ ზღვარზე თავისით ირთვება ბენზინის ძრავი. ამ შემთხვევაში ელექტრო ძრავი ავტომატურად ასრულებს გენერატორის ფუნქციას და ტენის აკუმულატორებს. მოკლედ ასეთია ციკლი
RedSpecial_მასე დროს ზუსტად ვერ გეტყვი. ზამთარში მინიმუმ 5 წუთი უნდა ალბათ, ზაფხულში ნაკლები. აკუმულატორების მდგომარეობას გააჩნია. თუ აკუმულატორები კარგია მეტი არ სჭირდება. შუქნიშნიდან დაძვრას რაც შეეხება, თუ აქსელერატორს ძლიერად არ მიაჭერ და არ ,,გავარდები'' არამედ ,,პლავნად'' დაძრავ, არ ჩაირთვება ბენზინის ძრავი 60 კმ/სთ სიჩქარემდე! ანუ სიჩქარის ზომაზე არ არის დამოკიდებული ბენზინის ძრავის ჩართვა, არამედ აკრეფის სისწრაფეზე. აღმართზე ასვლაზე ქონდათ კიდევ ბევრს შეკითხვები - აღმართზეც ჩვეულებრივად ადიხარ ელექტრო ძრავით სანამ აკუმულატორები გაუძლებს, ანუ აღმართზე მანქანის წონის ასატანად ბუნებრივია მეტი ძალა სჭირდება, ამიტომ შედარებით მეტი აკუმულატორის ენერგია იხარჯება, მაგრამ ასვლით ჩვეულებრივად ადიხარ.
ანუ ყველაზე მთავარია ,,დაამუღამო'' აქსელერატორზე ფეხის მიდგმა

ვისაც გაზაობა ევასება იმათთვის არ არის ჰიბრიდი! ჰიბრიდი არის იმათთვის ვისაც აქცენტი აქვს ეკონომიურად სიარულზე.