ჩემი ბავშვობის და არამარტო ბავშვობის უსაყვარლესი მწერალი.
სამწუხაროდ ყველა ნაწარმოები არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე და ეხლა ინგლისურად ვხლაფორთობ და ვკითხულობ არანათარგმნ ნაწარმოებებს

აბა ვის რა გაქვთ წაკითხული ამ მწერლის?
სრული პასუხიმსგებლობით ვაცხადებ რომ ყველა ქართულ ენაზე ნათარგმნი ნაწარმოები მაქვს წაკითხული ამ ადამიანის.
ესეიგი დავიწყეთ....
ჯიულ გაბრიელ ვერნი დაიბადა 1828 წლის 8 თებერვალს და გარდაიცვალა 1905 წლის 24 მარტს.
ჩამოვწერ ნაწარმოებებს რომლებიც ქართულ ენაზეა ნათარგმნი:
1. მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ.წიგნი რომელიც მთლიანად აფსურდულ ფანტაზიაზეა აგებული, მაგრამ იმდენად ლამაზად და საინტერესოდ არის აღწერილი მოვლენები, რომ არ გექმნება წიგნის კითხვის დროს შთაბეჭდილება რომ ფანტაზიაა.
2. კაპიტან ჰატერასის მგზაურობაკაპიტან ჰატერასის მოგზაურობა ჩრდილოეთ პოლუსზე. მე თუ მკითხავთ ცოტა მძიმე წიგნია და რამოდენიმეჯერ შევწყვიტე ამ წიგნის კითხვა. მხოლოდ ცოტა მოზრდილ ასაკში წავიკითე ბოლომდე. ისე ერთადერთი წიგნია ჟიულ ვერნის რომელიც მხოლოდ ერთხელ მაქვს წაკითხული
3. დედამიწიდან მთვარემდე.
4. მთვარის გარშემოეს ორი ნაწარმოები ერთმანეთისგან რატომაა გაყოფილი არ მესმის, მაგრამ ორივე ძალიან საინტერესოა, ვერნისთვის დამახასიათებელი ფანტაზიით კარგად გაჯერებული. აგრეთვე ძალიან მხიარული საკითხავია მიშელ არდანის პერსონაჟის გამო

სხვათაშორის ამ წიგნში აღწერილია მთვარის მეორე უხილავი მხარე, რომელიც სატელიტების ეპოქამდე კაციშვილს არ ქონდა წარმოდგენა როგორი იყო და ჟიულ ვერნის ფანტაზიით წარმოსახული მთვარის მეორე მხარე დაემთხვა იმას რაც რეალობაში სატელიტებმა და კოსმოსურმა ხომალდებმა აჩვენა კაცობრიობას.
5. კაპიტან გრანტის შვილებიძალიან კარგი და საინტერესო ნაწარმოები, რომელიც ფაქტიურად საწყისი ნაწილია იმ კვანძის რომლითაც არის შეკრული ეს ნაწარმოები, 80 000 კილომეტრი წყალქვეშ და საიდუმლო კუნძული.
6. 80 000 კილომეტრი წყალქვეშკაპიტანი ნემო

დიდ ბრიტანეთზე განაწყენებული ადამიანი, რომელმაც შექმნა თავისი წყალქვეშა სამყარო. ამ ნაწარმოებშიც ძალიან კარგად და ლამაზად არის აღწერილი წყალქვეშა სამყარო და ისევე როგორც სხვა ნაწარმოებებიდან ბევრი რამის სწავლა შეუძლია ადამიანს.
ეს ნაწარმოებიც საბოლოოდ კვანძით უკავშირდება კაპიტან გრანტის შვილებს და საიდუმლო კუნძულს.
7. საიდუმლო კუნძულიჩემი უსაყვარლესი ნაწარმოები. ეს წიგნი ძალიან ბევრჯერ მაქვს წაკითხული და თავისუფალ დროს ეხლაც გადავიკითხავდი კიდევ ერთხელ.
წიგნი რომელიც აერთიანებს სამ ისტორიას, კაპიტანი ნემო 80 000 კილომეტრი წყალქვეშიდან და აირტონი კაპიტან გრანტის შვილე ბიდან.
მოკლედ ზესაინტერესო საკითხავი წიგნია
8. 15 წლის კაპიტანიმონობის ეპოქა და აფრიკაში იძულებითი მოგზაურობა, ეს ნაწარმოები კარგად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ როგორც სხვა ნაწარმოებები ესეც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოს საკითხავია.
80 დღე დედამიწის გარშემოფრანგი ჭკუამხიარული მსახური პასპარტუ, ინგლისელი ჯელტმენი ფილეას ფოგი და ინგლისელი ცოტა მოდებილო აგენტი ფიქსი

ძალიან სასიამოვნო და მხიარული წიგნი, აგრეთვე ძალიან ბევრჯერ გადამეორებული ჩემს მიერ

--------------------------
მოკლედ ასე... დავიღალე ამდენი წერით მაგრამ არაუშავს...
მე ვფიქრობ რომ ყველა მოზარდს რომ ქონდეს ეს წიგნები წაკითხული, ჩვენს ქვეყანაში ბევრად უკეთესი ცხოვრება იქნებოდა

ყველა ზემოთჩამოთვლილი წიგნი არის ისტორიები მეგობრობაზე, ერთგულებაზე, ადამიანობაზე და სამშობლოს სიყვარულზე. ადამიანი რომელსაც ეს წიგნები აქვს წაკითხული (განსაკუთრებიდან მოზარდობის ასაკში) ცოტ ცოტა ამ თვისებებს აუცილებლად შეითვისებს

დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ და თუ რამე მეშლება შემისწორეთ....
This post has been edited by web_nts on 13 Nov 2008, 22:48
მიმაგრებული სურათი