გუგული მაღრაძის განცხადებით ევროსაბჭომ საქართველოზე მხოლოდ უარყოფითი რეზოლუციები არ უნდა მიიღოს
დღეს, 15:44
დეპუტატმა გუგული მაღრაძემ სტრასბურგში გამართული შეხვედრები შეაჯამა. მან დადებითად შეაფასა საპარლამენტო დელეგაციის მუშაობა. დეპუტატმა იმ შესწორებაზეც ილაპარაკა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის ინიციატივით, ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში შევიდა.
„ევროპის საბჭოში უნდა იცოდნენ ადამიანებმა რა ხდება საქართველოში, მარტო უარყოფითი რეზოლუციები კი არ უნდა იყოს, არამედ ის დადებითი საქმიანობაც უნდა აისახოს ევროსაბჭოში, რაც საქართველოში მიმდინარეობს,“-აცხადებს გუგული მაღრაძე.
http://rustavi2.com/ka/news/37941