საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 440 შემთხვევით მეტია.
2014 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 5992 იყო, 2013 წელს- 5510, 2012 წელს კი, 5359.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 2015 წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 602 ადამიანი გარდაიცვალა; აქედან,28 ბავშვია. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც გაზრდილია. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 2014 წელს 21 მოზარდი გარდაიცვალა. დაშავებული ბავშვების რაოდენობა კი, 2014 წელს - 839, ხოლო 2015 წელს 912 იყო.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2015 წელს 160 ქვეითად მოსიარულე დაიღუპა, 1998 დაშავდა; 2014 წელს- 145 დაიღუპა, 1993 დაშავდა; 2013 წელს -125 დაღუპული და 1687 დაშავებული იყო, ხოლო 2012 წელს კი - 160 დაღუპული და 1509 დაშავებული.
აქედან, დედაქალაქში 2015 წელს, ავტოავარიით 90 ადამიანია დაღუპული, 3834 ადამიანი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად: არასწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელი მდგომარეობა და ქვეითების მონაწილეობა სახელდება.
http://newpress.ge/602-adamiania-gardaicva...evebis-shedegadაქვე ჩემის მხრივ ჩავამატებ.
2014 წელს, ნიუ იორკის შტატში, თითქმის 20 მილიონი მოსახლეობით და 10 მილიონიანი მეგაპოლისით, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაიღუპა 1026 ადამიანი.
საქართველოში, როგორც სტატიაში წერია, 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
ნიუ იორკის შტატში - 299452.
საგანგაშო მაჩვენებელია. ყოველ 10 ავარიაზე სიკვდილიანობა ფიქსირდება.
ნიუ იორკში, ფაქტიურად - ყოველ მესამასეზე.