შემოდგომაზე გავცივდი ყელი მეტკინა, დავლიე მსუბუქი წამლები გამიარა 3-4 დღეში. დამიტოვა ხველება, (ხშირად მიტოვებდა გაციება ხველებას)
არ მივაქციე ხველებას ყურადღება, მეთქი გამივლისთქო, თუმცა არ გამიარა, მსუბუქად ყელიც მჩხაპნიდა თითქოს თუმცა მაინც ვსვამდი ცივ გაზიან სასმელს.
არ გამიარა ხველაბამ პირიქით მომიმატა, მივედი ექიმთან გადავიღე ფილტვები, შემდეგ ყელი და ყბა სახე, რედგენოლოგმა დამისვა სინუსიტის დიაგნოზი.
თერავპეტმა დამინიშნა ლივ-ანგინი, აკვა-მარისი და ანტიბიოტიკი Augmentin (აქამდე არ მახსოვდა ბოლოს როდის დავლიე ანტიბიოტიკი)
ავიღე შვებულება 2 კვირა ვიწექი სახლში არ გავსულვარ სახლიდან.
დავიწყე ცუდზე ფიქრი და პარანოია Google-ში ვეძებდი ათას რამეს მჭირდა არ მჭირდა.
შევნიშნე რომ ენა მეწვოდა და განსაკუთრებით დილით თეთრი ლორწო მედო ენაზე (ჭამის შემდეგ ენას უბრუნდებოდა ჩვეულებრივი ვარდისფერი, თუმცა წვა მრჩებოდა თითქოს ბევრი ტყემალი მეჭამოს ისეთი შეგრძნება მქონდა)
სიცხე 37.2 (მანამდე არ მქონდა სიცხე)
ფეხები მომიდუნდა და მთელს სხეულში კუნთებმა დამიწყო ფეთქვა.
ოდნავ თვალებმა დამიწყო წვა.
ხველებამ გამიარა მალევე, ყელიც თითქმის დამიმშვიდდა მაგრამ ბოლომდე არა.
დამრჩა თეთრი ენა, რბილი სასის და ენის წვა, გამოვივლე სოდა, გვირილა, რაღაც მიატნი სპეციალური სითხე ოდნავ მომცა შვება თუმცე მაინც მაქვს თეთრი ნადები და წვის შეგრძნება.
პერიოდულად კუნთები მსუბუქად მაინც მიფეთქავს საღამოს დაწოლის წინ. მესამე კვირაა ასე ვარ.
მირჩიეთ რამე თორე გავრეკავ მალე
This post has been edited by HackMan on 2 Feb 2016, 13:44