ის კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში ცხოვრობს და მისი სახელი პატარა ბავშვმაც კი იცის. სანამ კახეთში ჩამოვიდოდა, სხვადასხვა დროს სწავლობდა შტუდგარდში, ბერლინსა და სტრასბურგში.
ამჟამად ის არგოხში ფერმერულ მეურნეობას ეწევა და უძველესი ქართული მეთოდით აცხობს პურს, რომელსაც ვაკეში ყიდის. ყველასთვის გასაკვირის არის ის, რომ ფერმერი, რომელიც გარეთ ვაჭრობს და რომლის გამომცხვარი პურიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფრანგი ჟან ჟაკ ჯეიკობსია. ის საფრანგეთის ქალაქ ბრეტანიდანაა.
გაკახელებული ფრანგი ფერმერი ყოველ პარასკევს, ღამის ორ საათზე იწყებს ცომის მოზელას. მცირე ხნის დასვენების შემდეგ შეშას ჭრის, ღუმელს ახურებს და პურს ნახშირზე თავად აცხობს, თუმცა ამბობს, რომ არ აიყენებს საფუარს, რაც ჟან ჟაკის პროდუქციას სპეციფიკურ არომატს ანიჭებს: „საფუარს არ ვხმარობ, მხოლოდ ხაში, წყალი და ფქვილი. ეს ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგია“.
ჟან ჟაკ ჯეიკობსი საფრანგეთში ცხოვრების დროს პურს ალერგიის გამო ვერ ჭამდა. 2005 წელს კი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში სტუმრობის დროს პური გასინჯა და ძალიან მოეწონა. ჯეოკობსი აღნიშნავს, რომ პური, რომელიც დააგემოვნა „წითელი დოლის“ ჯიშის ხორბლის ფქვილით იყო გამომცხვარი, რომელიც ამჟამად თავადაც მოჰყავს.
ესე ჩამოდიან უცხოელები, ვიღაც გადამთიელები, სახლდებიან ჩვენს მიწაზე და შენდებიან და ქვეყანასაც აშენებენ... ჩვენ კიდევ სოფლებიდან გავრბივართ, ნაყოფიერ მიწებს ვაუკაცრიელებთ და ტიპები ბიძინას ლანძღავენ, რაღა დროს სოფლის მეურნეობაა, მაგას რომ აფინანსებს, გოიმურიაო...
ჩვენი საშველი არაა...