#46915923 · 4 Feb 2016, 13:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zakro
| QUOTE | | კანონპროექტში მარტო ქრისტიანობაზე ან მართლმადიდებლობაზე წერია თუ ყველა რელიგიაზე? |
ყველაზე, მაგრამ როგორ წარმოგიდგენია, როცა კანონი ცალსახა განმარტებას ვერ გაძლევს დანაშაულის სესახებ და იმდენად ბუნდოვანია, რომ მთლიანად მოსამართლეზეა დამოკიდებული - მართლმადიდებელი მოსასამართლე, ვის სასარგებლოდ გადაწყვეტს დავას???
| QUOTE | | მსგავსი კანონპროექტი ადრეც იყო |
ამათ ჰგონიათ, რომ ამნეზია აქვს ხალხს რა სასჯელს ითხოვდნენ, ეს გარეკილები, ნახეთ - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რომელიც მიადგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ავტოკეფალიურ ეკლესიას, მის წინამძღოლს, წმინდა სინოდს, აგრეთვე რეგისტრირებულ რელიგიურ კონფესიას, სასულიერო პირს, გამოხატული უხამსი ფორმით, რომელმაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, ისჯება თავსუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. "ლეიბორისტები" პარლამენტისთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია კანონის სრულყოფა, რათა არ მოხდეს მართმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოში მოქმედი მსოფლიო რელიგიების, მათი წმინდანების, მოძღვრებისა და ღირებულებების წინააღმდეგ ზეწოლა, რაც ბოლო დროს ღია და უხეშ სახეს იღებს. პარტიის მტკიცებით, კანონპროექტის შექმნის საჭიროება განაპირობა საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით, იერიში იქნა მიტანილი საქართველოს სამოქციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიასა და მის წინამძღოლზე, ქართულ ეროვნულ სიწმინდეებზე." "ბოლო დროს განვითარებულმა ქმედებებმა დაგვარწმუნდა რომ შესაბამისის სამართლებრივი დაცვის გარანტიები უნდა არსებობდეს", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. * * * | QUOTE | | საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის, სახდელების შემოღების ინიციატორობას უარყოფს |
ზუსტად სამი წლის წინ, 2010 წლის 15 მაისს საპატრიარქომ საგანგებო განცხადებაში მოუწოდა ხელისუფალთ, «სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნებისა და საზოგადოების პატივსა და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს».
სააკაშვილის რეჟიმმა ამაზე უარი უთხრა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა თანმდევ კომენტარში განაცხადა: «თუ რა არის მორალური და ზნეობრივი, კანონით არ წესდება. ასეთი რამ მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში ხდება, რომელსაც დემოკრატიასთან სერიოზული პრობლემები აქვს. ზნეობაზე ზრუნვა საგანმანათლებლო დაწესებულებების, ეკლესიის და, ზოგადად, საზოგადოების საქმეა, მაგრამ ზნეობის აკრძალვებით, ჯოხითა და, გნებავთ, ჯვრით დანერგვა, კონტრპროდუქტიულია» (სააგენტო «პირველი»).
დარჩიაშვილი აშკარად მანიპულირებდა ტერმინებით, რადგან არც კანონში იმის განსაზღვრა, თუ რა არის «მორალური», არც «ზნეობის დანერგვა» საპატრიარქოს არ უთხოვია, თუმცა აქ სხვა რამ არის საინტერესო, კერძოდ, აპელირება დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების მიმართ, რომელთა კანონმდებლობაში შესაბამისი ნორმები თითქოს არ მოიძებნება.
--------------------
Hovercraft - Anthropod https://youtu.be/cNvEJD1OYbY via @YouTube
|