ივანიშვილის ფონდისათვის ოფისის ჩამორთმევა პოლიტიკური დევნააო-განაცხადა ამ ფონდის თავრჯდომარემ თ. მეჭიაურმა
ბესელიამ დაარსა არასამთავრობო ფონდი: "ყოფილი უფლებადამცველების უფლებების დაცვისათვის", მაგრამ როგორც ნანა კაკაბაძემ აღნიშნა ის ამ ფონდთან წყვეტს ურთიერთობას რადგან მისი მენეჯმენტი თანხებს გამჭვირვალედ არ განკარგავს რაც გარკვეულ ეჭვებს იწვევსო.
გაიმართა ხელმეორედ არჩეული მერის, გიგი უგულავას წიგნის "ხედი საკნიდან" პრეზენტაცია რომელიც დაიწერა მისი პატიმრობაში ყოფნის დროს. საღამო გახსნა ფილოლოგიურ მეც. დოქტორმა ლევან ბერძენიშვილმა. თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატმა მანანა კობახიძემ განაცხადა რომ ეს წიგნი მერიის თანხებიტ არის გამოშვებული და გამოძიება უნდა დაიწყოსო.
ლუკა კურტანიძე მონასტერში წავიდა, ამბობენ ბერად აღიკვეცაო. მასთან ერთა წასულა ჟაჭვლიანიც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერებაო გადმოსცეს სააგენტოებმა, რადგან ეს უკანასკნელი რესტორანში უნახავთ სადაც განსხვავებულს ნასოსიდან სვამდაო.
გუბაზ სანიკიძე უნივერსიტეტში დაბრუნდა, და პირველი რაც თქვა ის იყო რომ უნივერსიტეტის კარ ფანჯრის გამოცვლა დიდი დანაშაული იყოო, რადგან მათზე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ივანე ჯავახიშვილის და შალვა ნუცუბიძის ნათითურებიო.
საქარტველოს პრემიერ მინისტრი გიორგი ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ვარშავას ეწვია, სადაც პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად მან უკრაინის პრემიერ მინისტრ მიხეილ სააკაშვილთანაც გამართა შეხვედრა.
აქცია გაიმართა ვაკის პარკში, სადაც პარტიზანული მებაღეობის აქტივისტები აპროტესტებენ სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობას. აქციაზე მათთან თბილისის განაშენიანების და კეთილმოწყობის დეპარტამენტის უფროსი ალეკო ელისაშვილი მივიდა და საქმის ვითარებაში გარკვევას შეპირდა.
პროკურატურაში საქმე აღიძრა შპს "სიმამრის" დირექტორის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ რომელსაც გაყალბებული ანგარიშფაქტურების გამოწერაში ედება ბრალი.
ირმა ინაშვილი სასამართლოში უჩივის თარხან მოურავს, როგორც მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ს განუცხადა, მას აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ თარხან მოურავი პატრიოტთა ალიანსის პარტიულ თანხებს პირადი კეთილდღეობისატვის იყენებდა.
ფორუმზე დაბრუნდა კარდუ
.......................................................
აწი თქვე გაარგძელეთ
This post has been edited by armagedonidze on 3 Feb 2016, 17:38