
გარწმუნებთ თვალხილულნო, ვისაც საღი აზრი გაინტერესებთ...აქ საქმე მხოლოდ ერთ ასო-ში არ არის!
...თუმცა, აგორებული სკანდალი პირველი მსოფლიო ომისდროინდელ კამიტთან, ამ ასოსთან უშუალო კავშირშია და ვისაც ბავშვობაში თუ ჯეელობაში ეს ასო თავში დაეცა როგორც კრამიტი, დიდობაში მათ ეს ტრამვა კამიტოფობიაში გადაეზარდათ!
- არა და რაღა შორს წავიდეთ, აგერ თეონა აქუბარდიას საკუთარი თვალით უნახავს, თურქმენეთის სამიტზე პუტინმა იმენნა კობახიძეს როგორ გადასცა კამიტი - საქარტველოში ოპოზიციას ჩემს სახელზე ერთი კარგად აუხრჩოლეო. სიტუაცია მოწვით - ამდენი ქვეყნის ამდენ ლიდერებში, პუტინმა იმენნა კობახიძე ამოარჩია საკუთარ ხალხზე და ოპოზიციაზე ქიმიური შტურმის მისატანად!
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, აგერ სანდო წყაროს ფოტო:
(მოკლედ საშინელი იდუმალება ტრიალებს ჩვენს თავს...ასეთ პატარა ქვეყანაში, ამდენი კრამიტ-დაცემული და უსაშველოდ ტრამვირეული, ალბათ მალე იმასაც უნდა ველოდეთ ...როგორ დაშალა ბიძინამ მშვიდობიანი აქცია ჭუჭყიანი ატომური ბომბის გამოყენებით, ცხადია მერე ინგას და ნანულას მიაკითხავენ ოხრად იმ აქციის მონაწილე თვითმხილველი რესპოდენტებიც, მაშინდელი ფაღარათით, შაკიკით, ცხიკვებით, ხველებითა თუ კონიუნქტივიტით)
P.S. მოკლედ პოსტის პათოსი გასაგებია და ეს პოსტიც ამ ფორუმზე ჩემი აზრის დაფიქსირების უფლებაა და ვისაც დაგძმარავთ შეეცადეთ აზრი პირადულის გარეშე კორექტულად გამოხატოთ, რადგან თემაში უზრდელ უცენზურო მომხდურ კომენტატორებს, ნიკებს თუ ალტერნიკებს, წინასწარ პრევენციულად მოვუკითხე ოჯახი და ძაან კეთილები - არჩევანი თქვენზეა.