dola28
MOTOROLA

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10076
წევრი No.: 65405
რეგისტრ.: 23-June 08
|
#46808684 · 24 Jan 2016, 00:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს თასის გათამაშება ფიგურულ სლალომში 2016 წლის სეზონი რეგლამენტი ორგანიზატორი საქართველოს მიცუბიშის კლუბი წარმოგიდგენთ თასის გათამაშებას რომელიც გაიმართება საქართველოს მაშტაბით წარმოგიდგენთ კალენდარს და ადგილმდებარეობას 13 მარტი, ქალაქი თბილისი, საქართველოს თასის გათამაშება ფიგურულ სლალომში (1 ეტაპი) 7 მაისი, ქალაქი სიღნაღი, საქართველოს თასის გათამაშება ფიგურულ სლალომში (2 ეტაპი) 23 ივლისი, ქალაქი გორი, საქართველოს თასის გათამაშება ფიგურულ სლალომში (3 ეტაპი) 17 სექტემბერი, ქალაქი სიღნაღი, საქართველოს თასის გათამაშება ფიგურულ სლალომში (4 ეტაპი) 23 ოქტომბერი, ქალაქი თბილისი, საქართველოს თასის გათამაშება ფიგურულ სლალომში (5 ეტაპი)
შეჯიბრის მონაწილეები დაიყოფიან ორ კატეგორიად „მოყვარულები“ და „პროფესიონალები“ მოყვარულთა კლასში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერი მართვის მოწმობის მქონე მსურველს, ნებისმიერი მარკის მსუბუქი ავტომობილით გარდა სპეციალურად მომზადებული სარბოლო მანქანებისა როგორებიცაა ლეგენდ ქარი, ფორმულა ალფა, კარტინგი. მოყვარულთა კლასში არ დაიშვებიან პროფესიონალური ლიცენზიის მქონე მრბოლელები და ის სპორcმენები ვინც flobda ფედერაციის მიერ გაცემული პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზიas ბოლო 7 წლის მანძილზე
პროფესიონალთა კლასში, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მართვის მოწმობით ან მრბოლელს ლიცენზიით, ნებისმიერი მარკის მსუბუქი ავტომობილით და ნებისმიერი საბურავით, გარდა სპეციალურად მომზადებული სარბოლო მანქანებისა, როგორებიცაა ლეგენდ ქარი, ფორმულა ალფა, კარტინგი.
მოყვარულთა კლასis კლასიფიკაცია A კლასი (მოყვარულები) RWD, FWD უკანა წამყვან da წინა წამყვან თვლებიანი ავტომობილები B კლასი (მოყვარულები) AWD ყველაწამყვანთვლიანი ავტომობილები პროფესიონალთა კლასი კლასიფიკაცია C პროფესიონალთა კლასი AWD,RWD, FWD
მონაწილის დროის ათვლა მოხდება (ლოჯინით) რბოლის ტრასა შემოiფარგლება (ფიშკებით), მისი მონიშვნის ადგილიდან დაძვრა გამოიწვევს მრბოლელის 2 წამით დაჯარიმებას. უბრალო შეხება რომელიც მდგომარეობას არ შეუცვლის დასაშვებია. რბოლები შედგება 3 გარბენისგან, 3 სხვადასხვა ნახაზისგან, (ნახაზები გამოქვეყნებული იქნება სტარტზე) შეჯიბრის მონაწილეთა ვალდებულებები: 1. მონაწილე ვალდებულია მსაჯების მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს მართვის მოწმობა და მისცეს მათ საშუალება შეამოწმონ შეჯიბრში მონაწილე ავტომობილი; 2. ავტომობილი წარმოადგინოს ვიზუალურად სუფთა მდგომარეობაში; 3. გაეცნოს შეჯიბში მონაწილეთა ვალდებულებებსა და უსაფრთხოების წესებს; 4. დააკრას ავტომობილზე რეგლამენტით გათვალისწინებული სპონსორთა ლოგოები, შეჯიბრის ოფიციალური ლოგო და მონაწილის სარეგისტრაციო ნომერი.
შეჯიბრის დროს აკრძალულია: 1. არაფხიზელ მდგომარეობაში მონაწილეობა; 2. უსაფრთხოების ღვედის გარეშე მონაწილეობა; 3. რბოლის დროს ავტომობილში მგზავრის ყოფნა; 4. აკრძალული საბურავის გამოყენება. 5. ისეთი ტიპის მოდიფიკაცია/დამსუბუქება რომელიც შეიძლება არღვევდეს ავტომობილის(ძარის) უსაფრთხოებას; 6. არაკორექტული მოპყრობა მსაჯთა კოლეგიისა და მონაწილეთა მიმართ; 7. ნებისმიერი ტიპის წესების დარღვევა, ისჯება მონაწილის დისკვალიფიკაციით.
შეჯიბრში მონაწილე ავტომობილისთვის სავალდებულოა, იყოს ტექნიკურად და ვიზუალურად გამართული, მუშაობდეს უსაფრთხოების ღვედი და დამაგრებული იყოს აკუმულატორი თუ სხვა ნებისმიერი საგანი რომელიც შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს დაუმაგრებლობის შემთხვევაში.
ავტომობილის დამსუბუქება-გაძლიერების მიზნით, დასაშვებია ნებისმიერი ტექნიკური მოდიფიკაცია/დეტალის მოხსნა, გარდა გარე ვიზუალური ელემენტებისა (ბამპერები, მაშუქები და სხვ.). კონკრეტული შემთხვევები(როდესაც დეტალი ფიზიკურად არ დგება ავტომობილზე) ექვემდებარება განხილვას მსაჯთა კოლეგიასთან, შეჯიბრის დაწყების წინ. ყველა მონაწილეს შეჯიბრში საკუთარი რისკის ქვეშ მონაწილეობს, მას სრული პასუხისმგებლობა აკისრია მატერიალურ და მორალურ ზარალზე, უშუალოს მოაწილეს ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა დებულების, რბოლის კანონების, ორგანიზატორის და მსაჯების გადაწტვეტილების შესრულებაზე, ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა სარბოლო ინციდენტზე, ორგანიზატორს აქვს უფლება გადაიტანოს ან შეწყვიტოს შეჯიბრის მსვლელობა ფორს მაჟორული პირობების შემთხვევაში და არ აგებს პასუხს არანაირ მიყენებულ მორალურ თუ მატერიალურ ზარალზე,
ავტომობილზე დაშვებულია სპონსორის და სპორტული აქსესუარების რეკლამირება ნებისმიერ ადგილას გარდა ხედვითი და წინა გვერდითი შუშებისა, შეჯიბრის მონაწილე ყველა ავტომობილზე უნდა იყოს განთავსებული სეზონის სპონსორის აუცილებელი რეკლამა, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეს დაეკისრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით ან მოიხსნება შეჯიბრიდან მოყვარულთა კლასში აკრძალულია სპორტული(სლიკი) და ნახევრად სპორტული(პოლუსლიკი) ტიპის საბურავები პროფესიონალთა კლასი დაშვებულია სპორტული(სლიკი) და ნახევრად სპორტული(პოლუსლიკი) ტიპის საბურავები
დაჯილდოვება
A კლასი (მოყვარულები) RWD I ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი. II ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი III ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი
B კლასი (მოყვარულები)FWD I ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი II ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი III ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი
C კლასი (მოყვარულები) AWD I ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი. II ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი III ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი.
D პროფესიონალთა კლასი AWD,RWD, FWD I ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი II ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი III ადგილი _ პრიზი, მედალი, დიპლომი
თითოეულ კლასში, ქულები შემდეგნაირად გადანაწილდება:
I ადგილი: 25 ქულა II ადგილი: 18 ქულა III ადგილი: 15 ქულა IV ადგილი: 12 ქულა V ადგილი: 10 ქულა VI ადგილი: 8 ქულა VII ადგილი: 6 ქულა VIII ადგილი: 4 ქულა IX ადგილი: 2 ქულა X ადგილი: 1 ქულა საქართველოს პირველობის წლის გამარჯვებული გამოვლინდება დაგროვილი ქულებით 5 ივე ეტაპის ჯამით
ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში
--------------------
[MITSUBISHI CLUB GEORGIA] www.mitsubishi-club.ge
დინოზე ცხენებს რო შევამოწმებთ.. იყოს იქ 1 კაცი რომელიც დინოდან გამოყვანის შემდეგ მანქანის გასაღeბს მოგაწვდით და მხოლოდ დრაგის რიგის მოსვლის დროს მოგვცემთ და ჩავჯდებით...
(c) mishka7777 Made in forum.ge
|