ასაკი:
1
ადგილმბდებარეობა:
უშგული
დიაგნოზი:
ობსტრუქციული ჰიდროცეფალია
ესაჭიროება:
საზღვარგარეთ გამოკვლევა, ოპერაცია და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია.
თანხა:
85750
http://wehelp.ge/view/content.php?id=139ოჯახის ისტორია: "ნათია და ვანო გიორგის მშობლები არიან, ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ მშობლიური უშგულიდან ძალიან შორს გარდაბნის რაიონ სოფელ ჯანდარაში, მთელ მათ ცხოვრებას ხაზად გასდევდა სურვილი დაბრუნებოდნენ ფესვებს, შექმნეს ძალიან ლამაზი ოჯახი და როცა პირველი შვილი მარიამი შეეძინათ, მშობლიურ კერას დაუბრუნდნენ , ტკბილ და ნანატრ უშგულს. მეორე შვილი გიორგი უშგულში დაიბადა. ახლგაზრდა ცოლ-ქმრის მთაში დასახლება და მათი გამრავლება სტიმულისა და სიხარულის მომცემი იყო თანასოფლელებისთვის. ყველას ბედნიერებას ჰგვრიდა ჩარქსელიანების ოჯახიდან ამომავალი კვამლის ცქერა, კიდევ ერთი მოფუსფუსე ოჯახის არსებობა. ორი ბავშვით გამდიდრდა უშგული, ორით გაიზარდა ყიჟინა და მხიარულება. და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ პატარა გიორგის, ოჯახის იმედსა და სიცოცხლის ნაპერწკალს საკმოდ მძიმე დიაგნოზი არ დაუსვეს, თავის ტვინის სიმისვნე, ჰიდროცეფალია. ჩარქსელიანებს ოჯახს მოუწიათ კარების გამოკეტვა და ბავშვის სამკურნალოდ თბილისში გადმოსვლა. კვამლი ჩაქრა... და ის ადგილიც ძველებურად მიყუჩდა... გიორგის მდგომარეობით დაღონებულებს აღარც ღიმილი ეკარება ვინმეს.. თქვენ არ იცნობთ გიორგის, ის სიცოცხლით აღსავსე ბავშვია, ცელქი და მოუსვენარი, ახლა ძალიან მოწყენლია, ძველებურად ვეღარ ნავარდობს, თვალებიც ისეთი ნაღვლიანი აქვს... თავისი უშგული ენატრება, თავისი მთები. არ იცის რომ ცუდად არის, ხანდახან თუ სტკივა, ვაჟკაცურდა უძლებს... იცინის კიდეც მშობლების გასამხნევებლად... მისი გადარაჩენა და გამოჯანმთელება მთლიანად ჩვენს მონდომებასა და ერთიანობაზეა დამოკიდებული, დავუბრუნოთ უშგულს გიორგი და მისი ოჯახი.. დავუბრუნოთ ჩარქსელიანების ოჯახის საკვამურს კვამლი... გადავარჩინოთ გიორგის სიცოცხლე!"
ექიმის დიაგნოზი: "მიღებულ ტომოგრამებზე ისახება მკვეთრად გამოხატული სუპრატენტორიული პარკუჭოვანი ჰიდროცეფალია. პერივენტრიკულურად ჰიპერინტესიური არშია თეთრი ნივთიერების შეშუპებითაა განპირობებული. მესამე პარკუჭი დილატირებულია. სილვიის წყალსადენი ნორმალური ზომისაა. სუბტენტორიულად მეოთხე პარკუჭის ღრუ ობტურირებულია დიდ ზომის( 5.2/4.3/4.5სმ) ინტრანვენტრიკულური ახალწარმონაქმნით. ი/ვ კონტრასტირებისას კონტრატსული გაძლიერება სუსტი, ფრაგმენტული. ისახება ინაზია ორმხრივ ლუშკას ხვრელებში და კაუდალურად მაჟანდის ხვრელში, ჭია განიცდის დორსალურ დევიაციას, ნაწილობრივ ინფლიტრირებულია. ორმხირვ ლატერალურ დევიაციას განიცდიან ნათხემის ჰემისფეროები და ვენტრალურ დევიაციას განიცდის ღერო. კონვექსიტალური სუბარაქნოიდული სივრცეები დიფუზიურად შევიწროებულია.
ორბიტები, რეტრობულბულრი სივრცეები კეროვანი პათოლოგიის გარეშე. პარანაზალური წიაღები პნევამატიზებულია. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრები კეროვანი დაზიანების გარეშეა. მხედველობის ნერვები და ქიაზმა, კარიბჭე-ლოკოკინას ნერვები ანატომიური დაიზნების გარეშე.
საძილე, ბაზილარული, ვერტებრული არტერიები, ვილიზის წრის სისხლძარღვები, ქერქული და ღრმა ვენები, ვენური სინუსები ისახებიან ჰომოგენური ჰიპერინტესიური სიგნალებით, დეფორმაციისა და ექტსრავაზალური კომპრესიის ნიშნების გარეშე."