მკლავჭიდელები სოსო ჯაჭვლიანს თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ
დღეს, 15:35
"ეს ადამიანი არ არის ღირსი იწოდებოდეს ფედერაციის პრეზიდენტად,"-ეს განცხადება საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის შესახებ რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მკლავჭიდელთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გელა ბექაურმა გააკეთა. ბექაური და სხვა მკლავჭიდელები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ და ჯაჭვლიანის გადადგომას მოითხოვენ.
"ის არცხვენს საქართველოს სპორტს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს. მან მიითვისა ჩემი კუთვნილი 23 ათასი ლარი, წელს გააკეთა ჩანაცვლება, თავის თავი გაიფორმა ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად და მიიღო 100 ათასი ლარის პრემია. ამ ადამიანს მალე გავუშვებთ ისტორიულ სანაგვეზე,"-აცხადებს გელა ბექაური.
მკლავჭიდელების განცხადებით ფედერაციას აქვს საკმარისი დაფინანსება, თუმცა სპორტსმენებს არ აქვთ სავაჯიშო პირობები და შესაბამის აღჭურვილობა.
„არასწორი მართვა მოდის ფედერაციიდან. ჩვენ გვაქვს საკმარისი დაფინანსება. ადრე საერთოდ არ გვქონდა, გაჩნდა ეს დაფინანსება და გვაქვს საშუალება, რომ უკეთესად ვიყოთ. ფედერაციის პრეზიდენტზე აღარ მაქვს საუბარი, ყველაფერი იქიდან მოდის, მე პირადად ვითხოვ და ჩემს აზრზეა ნებისმიერი მკლავჭიდელი, უნდა გადადგეს,“- აცხადებს საქართველოს ნაკრების მკლავჭიდელი გენადი კვიკვინია.
http://rustavi2.com/ka/news/38289 P.S, ყველა მოსწრებაზეა რა
This post has been edited by SUPERTV on 4 Feb 2016, 18:12