#46924473 · 5 Feb 2016, 13:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (The Good @ 5 Feb 2016, 13:13 ) | QUOTE | რაცხა ეჭვი მეპარება მე ცოტა ამ ამბებში |
ამ ეჭვების გარდა კიდევ არის საეჭვო დეტალები. როგორც ითქვა შსს-ს მიერ კუჭავამ დაურეკა უცხოეთში ვიღაცას და თხოვა დახმარება. დასახმარებლად მას მიუვლინეს ეს პოპოვი, რომელიც აშკარად ეხმარებოდა ქვეყნის დატოვებაში. რომელ ქვეყანაში დარეკა საინტერესოა? მე ვფიქრობ რუსეთში და რუსეთშივე აპირებდა გასვლას. ეს სქემა გულაშვილის შემთხვევაშიც გვაქვს ნანახი. რა ხდება? რატომ გავს ეს შპიონურ ფილმებში ნანახ "ატხოდის" (გაცლის, გაყვანის) სქემებს? ეჭვს იწვევს საბარგულში აღმოჩენილი ნაფეხურები. ეს პოპოვიც დიდი შებერტყილი ვინმე ჩანს. ან ეს პროკურორი რატომ მოკლა? იქნებ რაღაც იყნოსა ქირიამ მის მოღვაწეობაზე? რაღაც უფრო რთულადაა საქმე.
|
მინიშნებით ისეთი სურათი იკვეთება რომ კუჭავა პა ხოდუ აგენტიც იყო. თუ აგენტი იყო მაშინ ქირიას მკვლელობა შეიძლება მართლაც დავუკავშიროთ მის აფხაზეთის საქმეების გამოძიებას. მაგრამ თუ ასეა, სრულიად შესაძლებელია რომ კუჭავა მოკლეს, ან ჩვენმა სპაცსამსახურებმა, ან იგივე იმ სპაცსამსახურებმა რომლებმაც მას ეს დაავალა რადგან მოიშორეს ქილერი......... შეიძლება მეორე ვარიატნიც იფიქროს კაცმა-ვთქვათ და ქირიაც გაყიდული იყო რუსეთის სპეცსამსახურებზე. მაშინ ქირიას მოკვლა უკვე ჩვენი სპაცსამსახურების საქმე შეიძლება იყოს. ამ ჭრილში კუჭავა თუ მკვლელია ის ასრულებდა ჩვენი სპეცსამსახურების დავალებას. მაშინ რატომ უნდა მოეკლა თავი? გამოდის რომ ამ მეორე ვარიანტითაც ის გასაასაღეს როგოც არასასურველი მოწმე......
მოკლედ რაღაც შერლოკ ჰოლმსისეული ისტორია იხატება და ვარიანტების სიჭრელეს ხელს უწყობს მასმედია, მთავრობა და ყველა. არ არის ეს არც ლამაზი, და არც ჭკვიანური რადგან მრავალი ვერსიასა და ჭორებს უდებს სათავეს. ან არაფერი არ ილაპარაკონ, ან ცოტა მეტი ინფორმაცია მისცენ ხალხს. არ შეიძლება ასე. შესაძლოა კუჭავა სულაც არ არის ასეთი ბოროტმოქმედი და ახლა მისი ოჯახის ღირსებაც ფეხქვეშ ითელება.
This post has been edited by armagedonidze on 5 Feb 2016, 13:32
|