12 ათასი ხელმოწერით მუსლიმები ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიას ითხოვენ. როგორ "ინტერპრესნიუსს" "ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის" ხელმძღვანელმა, "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ აცნობა, მუსლიმები თავიანთი მოთხოვნის გასაჟღერებლად ხვალ, 12:00 საათზე ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შეიკრიბებიან.
საინიციატივო ჯგუფი განცხადებასაც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მუსლიმი მრევლი ღვთისმსახურებას მეჩეთში უადგილობის გამო ღია ცის ქვეშ ასრულებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მუსლიმ თემს მეჩეთის მშენებლობას ჰპირდებოდნენ, თუმცა დაპირება არ სრულდება. "ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი" 12 ათასზე მეტი ხელწმოერის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაგზავნას ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გეგმავს.
"ქართველი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვს ხელისუფლებისგან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას. ბათუმის ცენტრში მოქმედი ისტორიული მეჩეთი "ორთა ჯამე" ვერ იტევს ბათუმში მცხოვრებ და სტუმრად ჩამოსულ მუსლიმ მლოცველებს. ამის გამო, რეგულარულად რამდენიმე ასეულ მორწმუნეს ლოცვა არასათანადო პირობებში, წვიმასა და თოვლში, ღია ცის ქვეშ, ქუჩაში უწევს. სივრცის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ პარასკევობითა და ბაირამების ლოცვების დროს დგება.
ისლამის დოგმატიკური სწავლების თანახმად ლოცვა მხოლოდ მეჩეთში უნდა შესრულდეს, თუმცა უადგილობის გამო ასეულობით მლოცველ მამაკაცს მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში გამოტანილ ხალიჩებზე უწევს ლოცვა. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა თითქმის სრულად ეზღუდებათ მუსლიმ ქალებს, რომელთა რიცხვი ასევე ძალიან მაღალია. მსგავს პირობებში ლოცვის ჩატარება წინააღმდეგობაში მოდის ისლამში დადგენილ რელიგიურ ეტიკეტთან და ეს არის შეურაცხმყოფელი.
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ მუსლიმ თემს არაერთხელ მოგვეცა დაპირება ახალი მეჩეთისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მეჩეთის ასაშენებლად შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე. მსგავსი დაპირება ხელისუფლებისგან მუსლიმებმა უკანასკნელად 2013 წელს მიიღეს, თუმცა, აღნიშნული პერიოდის შემდეგ საკითხს პროგრესი არ განუცდია.
"ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფში" გაწევრიანებული არიან როგორც სასულიერო, ასევე, საერო პირები. საინიციატივო ჯგუფმა ორგანიზება გაუწია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით მუსლიმი თემის ხელმოწერები შეგროვებას. 12 ათასზე მეტი ხელმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბათუმის მერს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. აღსანიშნავია ის, რომ ხელმოწერები დააფიქსირეს იმ სასულიერო პირებმაც, რომლებმაც 2014 წელს ხელი მოაწერეს მეჩეთის ალტერნატივად სხვა შენობა-ნაგებობების მიღების მოთხოვნას, რომელიც პრაქტიკულად არ შეესაბამებოდა მუსლიმი თემის მოთხოვნას მეჩეთის მშენებლობის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით საინიციატივო ჯგუფი გეგმავს აქტიური ადვოკატირების პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის მოლაპარაკებების, მიწის ნაკვეთის გადაცემისა და მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების გზით.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-ithkhoven.htmlხომ არის მეჩეტები აჭარაში და ახალი რა საჭიროებას მოითხოვს?
ეჭვიმაქვს რაღაც ძალიან დიდი მამაძაღლობაა ჩადებული და ამ მაიმუნობის დრო რომ არაა მგონი ახსნა არ უნდა სჭირდებოდეთ