#46949418 · 8 Feb 2016, 12:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ დაიმსახურა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ქართველი ემიგრანტის გინება და როგორია სხვა ქვეყნიდან დანახული ქართული საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ჰყავდეს და შეეგუოს ცუდს, ან ძალიან ცუდ ხელისუფლებას. მისი შეფასებით, განათლების, პატრიოტიზმის, რაციოანალიზმისა და სხვა მაღალი ღირებულებების პრეტენზიის მქონე საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ლოგიკურ კითხვას ბადებს მასში: რატომ გვიპყრობს, გვაჯადოებს, ან გვხიბლავს სიმახინჯე"? "მერწმუნეთ, არ არსებობს არცერთი ქოცი, რომელიც ჩემზე მეტს აგინებს სააკაშვილს! რისთვის?! ვაჭარი გაჩეჩილაძეების არსებობისთვის; ნარკუშა ხაინდრავას არსებობისთვის; თოფაძე, ტყემელაძე, ბურჯანაძე, დოლიძე, ამაშუკელის და ყველა კოლაბორაციონელის არსებობისთვის! ვაგინებ იმისთვის, რომ მან ვერ დაასრულა მოღალატეთა თარეში!!! და საერთოდ ვაგინებ იმისთვის, რომ ქვეყანა საქოცეთ- საღორეთად აქცია!!! ბუნებაში არ არსებობს იდეალური ხელისუფლება, ერთი მარტივი მიზეზის გამო: არ არსებობს იდეალური სამოქალაქო საზოგადოება, ან თუ არსებობს მისი რაოდენობა არ აღემატება 25-30%-ს. თუმცა, ეს პროცენტული მაჩვენებელი საკმარისია იმისთვის, რომ გყავდეს ცუდი ხელისუფლება და არა - ძალიან ცუდი. საქართველოს შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმი კატასტროფულია, ვინაიდან, ჩვენთან არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოების 7-8%-ს ზემოთ. სამაგიეროდ, არსებობს არა ნაკლებ 90%-იანი ამბიცია იმისა, რომ ვართ გამორჩეული განათლების, პატრიოტიზმის, რაციოანალიზმის და სხვა მაღალი ღირებულებების ერი, მიუხედავად იმისა, რომ საანალიტიკო სარკედან იდიოტორი ღიმილით გვიმზერს ფეოდალი ივანიშვილი, პარლამენტარი - თოფაძე, ტყემალაძე, კობახიძე, ბესელია, მეჭიაური, დოლიძე, ფოფხაძე, კვაჭანტირაძე და... რა ჩამოთვლის უამრავ მარაზმატიკთა კასტას... და მებადება სავსებით ლოგიკური კითხვა: ჩვენ ნორმალური ერი ვართ? არ მინდა ეს ბანალური პასუხი: ერი კი ნორმალურია, მაგრამ ხელისუფლება არ გვივარგა-ო. ხელისუფლება ერის სახეა და მაინტერსებს, ასე რატომ გვიპყრობს, გვაჯადოებს, ან გვხიბლავს სიმახინჯე"?- წერს სულა სულაშვილი.
|