სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 31 წლის ნანა ნიკურაძე დახმარებას ითხოვს.
"5 წლის წინ, ცხოვრების კიბე ჩამიტყდა. დავრჩი ოცნებებით სავსე, გაურკვეველ მდგომარეობაში. დაავადება ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. ჩემს დაავადებას მოტონეირონის დაავადება ჰქვია. იარაღი (ფული) რითაც შემიძლია დავამარცხო, აღარ მაქვს. ამიტომ ვიჩოქებ ყველა ადამიანის წინაშე.ვითხოვ დახმარებას, რომ მაჩუქოთ სიცოცხლე. დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ საზღვარგარეთ მირჩიეს გამგზავრება, რისი საშუალება ჩემს ოჯახს არა აქვს. გთხოვთ, ამ მძიმე განსაცდელში, ნუ მიმატოვებთ. გთხოვთ, მაჩუქოთ სიცოცხლე!," - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც ნანა ნიკურაძემ "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრს" მომართა.
ნიკურაძის თქმით, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველუ ოჯახების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, თუმცა სახელმწიფოსაგან ფულად შემწეობას ნიკურაძეები უკვე მეთხე თვეა ვეღარ იღებენ.
ნანა ნიკურაძის დასახმარებლად ანგარიში "საქართველოს ბანკში"-ს გახსნილი.
ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE83BG0000000601697300. მიმღები მარიან ზაქარიაძე.
http://news.gemigrations.com/sazogadoeba/402--.htmlიქნებ დაეხმაროს კეთილი ხალხი
მიმაგრებული სურათი