კიდევ ერთი ძველი მეთოდი, რომელსაც იყენებენ ასტროლოგიაში ესა პლანეტების მდებარეობის განსაზღვრა მზესთან მიმართებაში. მზე ამ შემთხვევაში აიღება ცენტრად როგორც ჩვენი სულიერი ცენტრი, იდივიდუალობის საფუძველი.
პლანეტა არის აღმოსავლეთის/აღმოსავლური თუ იგი მზის წინ, მზეზე ადრე ამოდის ჰორიზონტზე. იმისათვის, რომ ადვილად განვსაზღვროთ რომელი პლანეტაა აღმოსავლეთის და რომელი დასავლეთის, ასცედენტი გადაიტანეთ თქვემგან მარჯვნივ (ასტროლოგიურ პროგრამებში ამის გაკეტება ადვილად შეიძლება), მზე დააყენეთ ზენიტში (პირობითად) ჩრდილოეთის მიმართულებაზე - ჩვენგან მარჯვნივ იქნება აღმოსავლეთის პლანეტები და მარცხნივ დასავლეთის. მაგალითად: ვთქვათ მზე არის ლომის 18 გრადუსში - ლომის 17 გრადუსიდან დაწყებული უკან, ზოდიაქოს რიგის საპირისპიროდ ( კირჩხიბი, ტყუპები, კურო, ვერძი, თევზი და მერწყულის 30გრადუსიდან 18 გრადუსამდე ) - ეს ესაა აღმოსავლეთის სივრცე.
დავაზუსტოდ - აღმოსავლეთ/დსავლეთის პალანეტების ასტროლოგიურ დაყოფას საერთო არაფერი აქვს ასცედენტთან და ჰოროსკოპის აღმოსავლეთის მიმართულებასთან. ანუ პლანეტა შეიძლება იყოს I, II, III, XII, XI X სახლში მაგრამ იყოს დასავლური მზესთან მიმართებაში
აი მაგალითად გავნიხილოთ ეს ჰორო,

აქ ☿ ♃ ♂ ♆ ♅ ♄ და ♇ აღმოსავლური პლანეტებია, ხოლო ☽ და ♀ დასავლური
სხვა მაგალითიც ვნახოთ.

აქ ქირონი, ♂ ☿ ♀ და ♆ აღმოსავლურია, ხოლო ☽ ♃ ♄ და ♇ დასავლური
აღმოსავლეთის, ანუ მზის წინ აღმავალი ზოდიაქოს ნაწისლ უწოდებენ არარეალიზებული შესაძლებობების, ამბიციებისა და დიდი იმედების ზონას. ნატივი აქტიურად ცდილობს საკუთარი თავის იმ პლანეტების ფუნცების შესაბამისად რეალიზებას, რომლებიც აღმოსავლეთის ზონაში მოხვდენენ. თუ პლანეტების უმრავლესობა აღმოსავლეთის ზონაშია - ასეთი ადამიანი ესწრაფვის თავის გამოჩენას, ყურადრების მიქცევას. აღმოსავლურობის უარყოფითი გამოვლენაა დაუფიქრებლობა, აჩქარება. ეს თვისებები ნისანდობლივია აღმოსავლეთის პლანეტებისათვის და მით უფრო აქტოურად/ცხადად ვლინება რაც უფრო აძლოსაა პლანეტა მზესთან. ნებნისმიერი აღმოსავლური პალანეტა ნატივში ბადებს დიდ ამბიციებს და მიდრეკილებას - ჯერ გამოვლინდეს კონკრეტული პლანეტის ფუნქციის მიხედვით და შემდეგ გააცნობიეროს მომხდარი. აღმისავლური პლანეტების პრინციპია - ჯერ გააკეთე გასაკეთებელი და მერე დაფიქრდი რა გააკეთე. აღმოსავლური პალენტები ქმნიან აქტიური ქმედების საგზით გამოვლენის სურვილს და ასე მიღებული გამოცდილების ბაზეზე ხდება მომხდარის გაცნობიერება, ესაა მათი განვითარების გზაა.
ამის საპირისპიროდ დსავლური პლანეტები აღწერენ იმ გამოცდილებას, რომელიც ნატივს უკვე აქვს, ის ამ გამოცდილებით დაიბადა. ესაა პლანეტის ფუნციები რომლებიც უკვე რეალიზებულია, პიროვნების თვითშეგნების ნაწილს წარმოადგენს და შესაძლებელია მისი გამოუყენება სულიერი გამოცდილების მისაღებად. ადამიენაბი რომელთა ჰოროსკოპშიც დასავლური პლანეტები ჭარბობს, განვითარების ნაკლებად აქტიურ, ინტროვერტულ გზას ირჩევენ. მათთვის მნიშვნელოვანი მომენტია თვითაღზრდა, საკუთარ თავზე მუშაობა.
იშვიათად მიდიან გაუცნობიერებელ ქმდებებზე. მაგრამ დასავლური პლანეტებს აქვთ თავისი ნეგატიური გამოვლინებაც - ესაა თვითკმაყოფილება,ინეტრულობა, უმოქმდეობა, სიზარმაცე. ეს თვისებები ხშირად იჩენს თავს იმ ადამინებში რომლეთაც პლანეტების უმრავლესობა დასავლური აქვთ. ასეთ შემთხვევაში მათი გამოცდილება და პოტენციელი გამოუყენებელი რჩება. პრიბლემის გადაწყვეტა არის სათანადო მოტივაციაში - ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თუ რაში სჭირდება მას კონკრეტული მოქმედება, აქტიურობა.
აღმოსავლეთის ზონა აქტიური, „აინ“ ენერგიის მატარებელია და უფრო ხელსაყრელია მამრული პლანეტებისთვის.
მზისგან დასავლეეთის სივრცე კი პასიური „ინ“ ენერგისაა და შესაბამისად უფრო კომფორტულია მდედრული პლანეტებისთვის.
ახლა ცალ-ცალკე განვიხილოთ თუ როგორ ვლინდება თითოეული პლანეტა მისი აღმოსავლურ-დასავლური პოზიციის მიხედვით.
☽ - აღმოსავლური:
ემოციების აქტიური, იმპულსური და უკონტროლო გამოვლინება. შინაგანი წუხილი და რეალობის მტკივნეული აღქმა. ყოველივე ზემოაღნიშნულს ადამიანი მიჰყავს ხშირ შეცდომებამდე.
☽ - დასავლური:
ემოციონარული რეაქციები შენელებულია, ვინაიდან ხდება მისი გაცნობიერება. ემოციები ცნობირების კარგი კონტროლის ქვეშაა და არ ვლინდება იმპულსურად. ზოგადად ემოცინალური გამოვლინებისატვის ადამიანს ესაჭიეოება იმპულსი გარედან.
☿ აღმოსავლური:
აქტიური კომუნიკაცია, ჯერ იტყვის და მერე დაფიქრდება. ადამიანი აგროვებს განურჩევლად ყველანაირ ინფორმაცისა და ცოდნას ისე რომ არ აცნობიერებს რაში ჭირდება ის. ასევე გაუცნობიერებლად ავრცელებს ინფორმაციას. დროთა განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის რაოდენობა გადადის თვისობრივ ცვლილებაში, ადამიანი შეიძლება იყოს ახალი გზის გამკვალავიც თუმცა თავადაც შეიძლება ვერ აცნობირებდეს თუ რატომ სჩადის ამას.
მერკურის ასეთი პოზიციის დროს ხშირია ფილტვების უკმარისობის შემთხვევები. აღმოსავლურ მერკურის პრომეთეულს ეძახინ კიდევ.
☿ დასავლური:
უფრო ნელა ფიქრობს ვიდრე აღმოსავლური მერკურის შემთხვევაში თუმცა მისი ფიქრები უფრო გააზრებული და აწონილ-დაწონილია. უარეს შემთხვევაში შეფერხება აზროვნებაში.
სწავლისათვის ესაჭიროება განწყობა, რაღც ბიძგი. ანგარიშიანია, ყველაფერს წინასწარ გაიზრებს, მოიფიქრებს. განვითარებულია განსჯის უნარი. დასავლურ მერკურს კიდევ ეპიმეთეურსაც (ეპიმეთე - პრომეთეს ძმა ბერძნულ მითოლოგიაში) ეძახიან.
♀ აღმოსავლური:
აი ასეთი ვენერაა ცისკრის ვარკვლავი - ლიუციფერი
გახსნილობა, ემოციონალური გატეცებებისაკენ მიდრეკილება, მზადყოფნა ახალი სიყვარულის დასწყებად. და ყოველ ჯერზე გრძონა ისეთივე როგორც პირველი სიყვარულისას. ემოციოლნალურ და პარტნიორობის სფეროში მოქმდებს ცდისა და შედომების გზით, ასე აგროვებს გამოცდილებას. არ ეშიანი ახალი შეცდომის/წარუმატებლობის. სიმაზით ჯერ აღფრთოვანდება და მხოლოდ ამის შემდეგ აცნობიერებს მას. ასეთი ვენერას პატრონისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი საკუთარი გრძონების აღზრდაზე მუშაობა.
♀ დასავლური:
ე.წ. მწუხრის ვარსკვლავი. ასეთი ვენერას პატრონს თითქოს დაბადებიდანვე აქვს გაცნობიერებული და ჩამოყალიბებული მიდგომები, კონცეფცია სიყვარულის, პარტნიორობის, სალამაზისა და გემოვნების საკითხებში. ყოველთვის იცის რა ჭირდება. ხშირად სტერეოტიპული დამოკიდევბულებებიც ვლინდება. ახალი მოგცდილებისათვი დროს არ კარგავს. მოქმედებას იწყებს მხოლოდ სიტუაციის კარგად გააზრების, გაცნობიერების შემდეგ. ერთი სეხედვით გულცივი ადამანის შტაბეჭდილებას ტოვებს, ვინაიდან ბევრი რამ სეიძლება გაატაროს ისე რომ გულთან არ მიიტანოს. სამაგუეროდ ნაკლებ შეცდომებს უშვებს.
♂ აღმოსავლური:
ასეთი მარსის მფლობელი აგრესიულია, მიმწოლი, სიმართლისთვის მებრძოლი. ჯერ მუშტებს იქნევს და შემდეგ არკვევს რაშია საქმე. მარსისათვის კარგი პოზიციაა, ბუნებრივი. მომენტალური რეაქცია, მოქმედება გაცნობიერებემდე.
♂ დასავლური:
ადამიანს აქვს უნარი მართოს საკუთარი ენერგია, მოქციოს იგი გარკვეულ კალაპოტში. თავშეკავებულია, ნებელობა ექვემდებარეობა განჯას, ჯერ გაიაზრებს და შემდეგ გადადის მოქმედებაზე. ცუდ ვარიანტში შეიძლაბა გამოვლინდეს როგორც მზაკვრობა. კარგ ვარიანტში - სტრატეგი, ხელმძღვანელი.
♃ აღმოსავლური:
ინტერესი და გატეცებები რელიგიის, იდეოლოგიის, ფილოსოფიის სფეროში. აქტიურად და ეთუზიაზმით ერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში, ზოგჯერ დაუფიქრებლადაც კი. გახსნილია სიახლეებისათვის, ახალი იდეებისათვის. კარგი ორგანიზატორია. მომართულია განვითარებაზე, პროგრესსზე, ახალი გამოცდილების მიღებაზე. ძალაუფლებისაკენ, ხელმძღვანელი პოსტებისაკენ ძლიერი ლტოლვა, პუბლიკაზე ყოფნის და მბრძანებლობის ძლიერი სურვილი. იტაცებს მოგზაურობები, უყვარს სიცოცხლე და ელტვის სიამოვნებებს.
♃ დასავლური:
პასიური სოცილური პოზიცია, კოსერვატიზმი. უმარავი იდეოლოგიური და სულიერი „უსტანოვკები“, ზოგჯერ დოგმატიზმი. ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ადამიანი ცდილობს ჯერ შესაბამისი ავტორიტეტი ან სწავლება იპოვოს რომელზეც შემდეგ დააფუძნებს (და გაამართლებს) საკუთარ გადაწყვეტილებას.
♄ აღმოსავლური:
გაუცნობიერებლი თვითშეზღუდვები და მუხრუჭები. ადამიანი ისტიქტურად მომართულია თავდაცვაზე, იკეთება, იმალება აშენებს შემზღუდავბ ბარიერებს დამსა და ცხოვრებას შორის. აქტიური თავდაცვითი პოზიცია, პირველი გაუცნობიერებელი რექცია ყოველთვის უარყოფაა. თავის თავს თვითონ უშენებს წინაღობებს და მერე ცდილობს მათ დამსხვრევას.
შესაძლოა ასკეტური ცხოვრების წესს ეწეოდეს, მაგრამ ეს არ იქნება მისი შინაგანი განწყობა და მოტივაცია. შესაძლია ძალიან გვინა ეწვიოს სიყვარული, ისევ და ისევ იმ მიზეზით რომ თვითონ ზღუდავს საკუთარ თავს. საერთოდ შეუძლია დააგროვოს დიდი მაგრამ გამოუსადეგარი გამოცდილება თვითშეზღუდვის ფეროში. უარეს შემთხვევაში შესაძლოა პიროვნების განვითარება შეჩერდეს.
♄ დასავლური:
კარგი პოზიციაა სატურნისთვის. ასეთი სატურნის მფლობელს შეუძლია ცხადად და გასარკვევად დასახოს მიზანი, ამოცანა. გულდასმით გაიაზრებს გეგმის დეტალებს. აღმოსავლური სატურნისაგან გასხვავებით აქ ადამიანმა იცის თუ რისი გულისთვის იზღუდავს თავს, რას მიიღებს შედეგად, იცის რისი უფლება შუძლია მისცეს საკუთარ თავს.
კარგი მეხსიერება, სიფრთხილე მოქმედებებში.
* * *
ტრანს სატურნულ პალანეტებზე და ქირონზე მოგვიანებით იქნება.