გამარჯობა , წესით ამ თემის გახსნა ამ განყოფილებაში დასაშვები უნდა იყოს.
ამ თემაში გაგაცნობთ kopenbur-ის შემოთავაზებას , დაინტერესების შემთხვევაში კი ოფისიდან დეტალურად მოგახსენებთ რა დაჯდება თქვენი ავტომობილის დაზღვევა.
თუ რაიმე კითხვა/ პრეტენზია გაქვთ დამისვით და აუცილებლად გიპასუხებთ, თუ არ მეცოდინება გავარკვევ და დავწერ.
პირველ რიგში კომპანიის შესახებ დავწერ
kopenbur გერმანული სადაზღვევო კომპანიაა ,რომელიც საქართველოში 2014 წელს შემოვიდა და ძირითადად მუშაობს ავტო დაზღვევის მიმართულებით. მისი გადამზღვეველი კომპანიაა Hannover Re.
ახლა რაც შეეხება დაზღვევას და პარტნიორებს.
კომპანია კოპენბურის პარტნიორებია თეგეტა მოტორსი და ტოიოტა ცენტრ თეგეტა.
ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში შეფასება ხდება თეგეტაში და შეკეთება ტოიოტა ცენტრში.
სადაზღვევო რისკები, რისგანაც გაზღვევთ კომპანმია :
ავტოსაგზაო შემთხვევა
ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი
სტიქიური მოვლენები + სეტყვა და მიწისძვრა
საგნების ვარდნა
მინების, სარკეების, დეტალების და აქსესუარების დაზიანება/ქურდობა
ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაზიანება.
ფრანშიზა:
ფრანშიზა არის თანხა, რომელსაც კომპანია არ აანაზღაურებს.
კოპენბურს აქვს 0 და 10%(მინ 100$ )- იანი ფრანშიზა.
ფრანშიზას ორივე ტიპის შემთხვევაში , მოქმედებს დამატებითი პირობა, ფრანშიზა დაუდგენელ ვითარებაში . (დაუდგენელი ვითარება , როდესაც არ არის ცნობილი მესამე პირი)
დაუდგენელი ვითარების ფრანშიზა შეადგენს 150$-ს .
ნებისმიერი სადაზღვევო პოლისის არსებობის შემთხვევაში ( 0 % იანი და 10% იანი ფრანშიზა) ,
დაუდგენელ ვითარებაში ზარალის 150$ მდე ზარალს ანაზღაურებს კლიენტი.
მესამე პირის დაზღვევა:
კომპანია აანაზღაურებს დაზღვეულის სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მას მესამე პირის წინაშე, ავტომობილის მართვისას სხვისი ქონების და/ან ჯანმრთელობის დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში გამოწვეული ზიანისათვის.
ლიმიტები წლიური 5000, 10 000 , 25 000, 50 000, 100 000.
ქვე ლიმიტი არ არსებობს. ანუ თუ დაზარალდა ორი ადამიანი , აქედან ერთს 300 ლარი ჭირდება და მეორეს 4700 კომპანია თანხას ზუსტად ასე გადაანაწილებს.
მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა. წლიური ლიმიტი იგივეა, მაგრამ აქ თანხა ნაწილდება ტექ პასპორტში მითითებული ადამიანის რაოდენობაზე.
ანუ კაცზე კომპანია 5000 $ -იანი ლიმიტის ფარგლებში აანაზღაურებს 5000ის 1/4-ს (სედანში დაშვებული ადამიანების რაოდენობა)
პროპორცული დაზღვევა:
თუ ავტომობილის საბაზრო ფასი 10000 ია, მაგრამ თქვენ შეაფასეთ 8000ად ანუ მანქანის 80% ზარალის შემთხვევაში კომოპანია 80%ს აანაზღაურებს მხოლოდ.
(რაც უფრო ნაკლებია მანქანის საბაზრო ღირებულება მით ნაკლებია გადასახადი და ამიტომ მიმართავენ ამ პრინციპით დაზღვევას )
გადახდის ფორმები :
ერთჯერადი - წლიური გადასახადის ერთანად გადახდა.
ორჯერადი - I -60% II-40%
კვარტლური -35%-25%-25%-15%
ყოველთვიური-I და XII ერთად დანარჩვენი ჩვეულებრივად ნაწილდება , მაგრამ გადახდის ამ ფორმით სარგებლობისას გადასახადი მატულობს.
მანქანა გატოტალება ხდება ,როცა 70%ზე მეტია დაზიანება.
მანქანა რომ დაიზღვეს 1994+ წელს უნდა იყოს გამოშვებული და საბაზრო ღირებულება 4000ს უნდა აღემატებოდეს.(თუმცა აქ ცვლილებების შეტანა შეიძლება).
კუპეების დაზღვევაზე შეზღუდვაა . 2.7 ძრავზე ზევით ძირითადად არ აზღვევენ.
ძირითადი ინფო ეს იყო. კითხვების შემთხვევაში მომწერეთ.
მართალია ჩემს მიერ დაზღვეული ადამიანების მიხედვით მერიცხება ხელფასი, მაგრამ არავის მოტყუებას და უაზრო ხარჯში გადაგდებას არ ვაპირებ.
დაინტერესების შემთხვევაში ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ და ზედმეტი რაღაცებს ამოვაგდებთ(რაც შემეძლება). ასევე თუ შესაძლებლობა მექნება გარკვეულ ფასდაკლებებზე შევუთანხმდები უფროსობას.
ევაკუატორით მომსახურეობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
I-რისკებით გამოწვეული შემთხვევის დროს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე
II- ტექნიკური ზიანის შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს 4 ქალაქში : თბილისი, ფოთი , ბათუმი , ქუთაისი და მის შემოგარენში 25 კმ -ის რადიუსით .
ტექნიკური ჯგუფის მომსახურეობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დამზღვევს შეუძლია ისარგებლოს გზებზე უფასო ტექნიკური დახმარებით თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის ტერიტორიაზე და მათ შემოგარენში 25კმ რადიუსის მანძილზე, თუმცა ამ მომსახურების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ერთხელ ყოველი 24 საათის განმავლობაში. დამატებითი მომსახურება მოიცავს:
ადგილზე საწვავის მიტანას;
ძირითადი საბურავის სათადარიგოთი ჩანაცვლებას და გაბერვას;
ავტომობილის დაქოქვას ელექტროხელსაწყოს საშუალებით;
ავტომობილის უახლოეს ავტოშემკეთებელ პუნქტში გადაყვანას (ეხება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3.5 ტონას
კომპანია რას არ აანაზღაურებს
ეს ყურადღებით წაიკითხეთ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1 თუ მანქანაში დარჩა მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა( ტექპასპორტი) , ღია ფანჯარა ან კარები, გასაღები გადაცემილ იქნა არაუფლებამოსილ პირზე.
2 მანქანა დაზიანებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე. ამორტიზაციით, გაუფასურებით, ცვეთით, ჟანგვით, კოროზიით და დაზღვეული რისკების გარდა სხვა მიზეზით გამოწვეული ელეტროსისტემების და ნაწილების მწყობრიდან გამოსვლით;
3 დაზღვეულ ავტომობილში ჩამონტაჟებული არაქარხნული დეტალების, მოწყობილობების, აქსესუარების (მათ შორის ტელე-აუდიო-ვიდეო აპარატურის) ან სარკეების დაზიანებას ან განადგურებას;
4 დაზღვეული ავტომობილის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრის დაკარგვას ან დაზიანებას გამოწვეულს ნებისმიერი მიზეზით;
5 ისეთ ხარჯებს, რომელიც გააუმჯობესებს დაზღვეული ავტომობილის მდგომარეობას სადაზღვევო შემთხვევამდე არსებულთან შედარებით;
6 ისეთ სარემონტო ხარჯებს, რომელიც გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული მიზეზით;
7 ავტომობილის შეკეთების ხარჯებს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მზღვეველი სხვაგვარად არ გადაწყვეტს;
8 ავტომობილის შეკეთების შედეგად მისი საბაზრო ღირებულების შემცირებით გამოწვეულ ზარალს;
9 ავტომობილის დაუდგენელ ვითარებაში დაზიანებას, თუ მანქანას თვითნებურად გადააადგილებს ან არ მოახდინს დაკავშრებას ცხელ ხაზზე.
10 საბურავის დაზიანებას, თუ მასთან ერთად არ მომხდარა ავტომობილის სხვა ნაწილების დაზიანება;
11 დაზიანებული გზის საფარით გამოწვეულ ავტომობლის სავალი ნაწილის, ტრანსმისიის, ძრავის, საბურავების და დისკების დაზიანებას;
12 ზარალს, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის მიერ ჩადენილი თაღლითობით, გამოძალვით, მითვისებით ან ასეთის მცდელობით;
13 დაზღვეული ავტომობილის მესაკუთრის ან მძღოლისთვის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა სახის ჯარიმას და ასევე საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯებს;
14 ამ პირობების საერთო გამონაკლისებში ჩამოთვლილ შემთხვევებს.
ვისაც დაგაინტერესებთ PMში მომწერეთ მანქანის ღირებულება,მოდელი, თქვენი ასაკი და მობილურის ნომერი. მე დავიანგარიშებ სრული პაკეტის წლირ ღირებულებას და გეტყვით. შემდეგ კი გავფილტრავთ და არასასურველ რაღაცებს ( თუ სურვილი გექნებათ) მოვაშორებთ, თუ შესაძლებელი იქნება ( ანუ ხანძარი არ მინდა და ეგ ამოიღე ასე არ ხდება :ს ).
ხო შესაძლებელია პორტირება სხვა სადაზღვეოდანაც.
This post has been edited by Don2 on 28 Dec 2015, 17:22
კაროჩე ერთხელ ჩემი თვალით დავინახე გველი ეგრევე მირბოდა რა და წყალში ჩავიდა ისე რომ შხამი და რაღაც ეგეთები არ დაუტოვებია არსად და მაინტერესებს მაგის ნაკბენი საშიში იქნება? ⒸYes_Ge