საკალათბურთო სასახლის ტერიტორია მართმადიდებელ ეკლესიას გადაეცა
თებერვალი 8, 2016 15:30David Skhirtladze
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს. თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა დეპუტატებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნის საკითხი წარუდგინა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით მიეცა თანხმობა.
საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია დეპუტატებს მერიის შესაბამისმა საქალაქო სამსახურების უფროსებმა მიაწოდეს. მათ შორის, თანხმობა მიეცა თბილისის მერიის მ.კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრისა და „მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის“ ლიკვიდაციისა და სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს.
http://jako.fm/19237 * * *
დარჩა კიდევ სადმე მიწა, ნაკვეთი, ვენახი, ტბა, ტყე, მთა, სახნავი, სათესი, ფერმა, აგარაკი, რეზიდენცია.............??????????
დაადგით გუმბათი და ყველანი ეკლესიაში შევიდეთ - ბიზნესი, ხელშეწყობა, საჩუქრები და მოგება მანდ არის
სოფელიც აშენდება
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)