კაი გამარჯობათ თქვენი და ეგრევე არსებით საკითხზე უნდა გადვიდე!
... ცნობილია, რომ ადამიანის ლინგვისტიკური მოწამვლა იწყება ბავშობიდან!
"ენის მოჩლექვა" ანუ, ინტოქსიკაციის I ეტაპი
*******************************************************************
მართალია ქართულ ენაში ტრანსკრიფცია, როგორც ასეთი არ იხმარება, თუმცა ის ენის მოჩლექვის ბავშვობის ლინგვისტიკურ პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება! მგალითად პატარას წარბების თამაშით ასწავლიან ..."ეთი", "ეთი"...ჰოო -"ეთი" - ისიც იმეორებს რა თქმა უნდა.
...თითქოს არაფერი ჰო, მაგრამ ამ დროს
"ეთი" მნიშვნელოვანი NLP - ერთეულია!
- ეს მე მეცინება, თორე არაფერს ისეთს სასაცილოს არ ვიძახი, რადგან თუ დაუკვირდებით, ეს - "ეთი" შემდეგ ასე ევოლუციონირებს!
მაგ.: "ლამდენი დოლალი გაჩუქა ალბერტი ბიძიამაო"... და პატარა ისე ამბობს ამ -
"[æ][ θ ] ი"-ს, რომ ვერ გაიგოს მეორე ძიამ მან ერთი თქვა, ათი, თუ ასი?!...არა და ბალღი რაც დაიბადა, პირველად ნახა და რამე ხო უნდა აჩუქოს მეორე ბიძამაც, ისე როგორ?!
ჰო, აიასე, რაღაცნაირად - ეთი, აეთი, ა[ θს ]ი!
ბუნდოვნად მახსენდება და აქ მქონდა კიდე ასეთი თემა - "ტაცი ბიწო და ტაცებიო" და ეს თემა იმის გაგრძელებაა.
მერე კი გვიკვირს, საიდანო ეგზემპლიარები...გაფუჭებული ტკბილმოუბარი პერსონების სახით, მაშინ როცა იგივე გაფუჭებული უფროსების მიერ, პატარები სიყრმის ასაკიდანვე ეზიარებიან ჯიგაროეკონომიკის და ნათესაოსოფიის საფუძვლებს!
პ.ს.: ვუძღვნი ჩემს ძმა-ფსიხოს!
აეს კი ფსიქ-იუზერებს ჩემგან ბონუსად!