თურქეთი ვინ გდია, მთელ მსოფლიოს აშანტაჟებენ, თანაც უკვე რამდენიმე წელიწადია.
ამ გეიდემოკრატებს კი დაჯერება არ უნდოდათ, მაგრამ ფაქტებს უკვე ვერსად დაემალებიან. ჰოდა, "აღიარეს" დიდი დაგვიანებით.
ფარჩაკი პიდარასტები.
რუსეთმა მოდელირებული ატომური ომი დაიწყო
"ნატო-მ უკვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთი დასავლეთს ბირთვული თავდასხმით აშანტაჟებს. მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთმა "ცივი ომის" შემდეგ პირველად გაააქტიურა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ბირთვული იერიშის სცენარით და ამ წვრთნებისას ბირთვული თავდასხმების მოდელირება ნატო-ს წევრ ქვეყნებზე განახორციელა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავის მოხსენებაში წერს, რომ სამხედრო სწავლებებმა რუსეთში "ცივის ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია" და ამ "სწავლებების ფარგლებში, რომელიც 2013 წელს მიმდინარეობდა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინეს ბირთვული თავდასხმის მოდელირება შვედეთზე". ქართველი სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით, ახალი "ცივი ომი" უკვე დაწყებულია და დასავლეთმა გვიან, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძა. ანალიტიკოსები ლოკალურ ბირთვულ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ საქართველო ამ დაპირისპირების არეალში ექცევა, რაც ძალიან სახიფათოა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთმა მოდელირებული ატომური ომი დაიწყო / "ნატო იძულებული იქნება, ცხინვალის რეგიონი ბირთვული სამიზნის სავარაუდო ზონაში ამოიღოს".
"მხოლოდ ახლა გაიღვიძა ნატო-მ და სანამ გაიღვიძებდა, ბევრი რამ დაკარგა - რუსეთს საშუალება მისცა საკმაოდ გაძლიერებულიყო", - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი. სამხედრო ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას თქმით, ეს არის რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა სამხედრო დოქტრინაში პირველად დააფიქსირა სამხედრო მტრებად ნატო დ აშშ. ასევე ბოლოს მიღებულ დოქტრინაში პირდაპირ ჩაწერა, რომ თუკი მას ან მის მოკავშირეებს რამე საფრთხე დაემუქრებათ, ის ბირთვულ თავდასხმასაც განახორციელებს. ცხინვალში შემოყვანილი "ისკანდერები" ბირთვულ-ტაქტიკური იარაღის მატარებელი ბალისტიკური რაკეტებია. რაც ჩვენთვის ძალიან საშიში პრეცედენტია, რადგან ეპიცენტრში ვხვდებით", - ამბობს მაისაია. ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ 2013 წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს 18 მოულოდნელი ფართომასშტაბიანი სწავლება, ზოგიერთში ჩართული იყო 100 ათასზე მეტი სამხედრო და მოიცავდა ბირთვული შეტევების სიმულაციას ნატო-ს წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებზე, მათ შორის 2013 წლის მარტში მუშავდებოდა ბირთვული თავდასხმის მოდელირება შვედეთზე", - აღნიშნავს გამოცემა.
"2014 წლის შემოდგომაზე კი "ფაინენშელ თაიმსი" ნატო-ს ჩინოვნიკებზე დაყრდნობით აცხადებდა 20-ზე მეტი რუსული სამხედრო თვითმფრინავის მანევრირებაზე ალიანსის საზღვრებთან, მათ შორის 6 ბირთვული ბომბდამშენითაც - ეს იყო კრემლის ყველაზე სერიოზული საჰაერო პროვოკაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ეს საჰაერო პროვოკაციები ფსიქოლოგიური წნეხია დასავლეთის წინააღმდეგ, თუ რეალური საფრთხე რუსეთისაგან? - ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საფრთხე რეალურია. "ცივი ომი" მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ე.წ. სტარტის ხელშეკრულებით დასრულდა, რაც ბირთვული არსენალის შემცირებაზე შეთანხმებას გულისხმობდა. ახლა კი სწორედ იმაზეა საუბარი, რომ რუსეთი შესყიდვებშიც და სამხედრო სწავლებებში ბირთვულ კომპონენტს აძლიერებს, ხოლო, ბოლოს შემუშავებულ სამხედრო დოქტრინაშიც და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაშიც გაწერილი აქვს, რომ შეუძლია ბირთვული დაბომბვა მოახდინოს, თუკი მისი საზღვრების გასწვრივ სამხედრო კუთხით გარკვეული აქტივობები და ღონისძიებები განხორციელდება", - დასძენს გამოცემა.
"ცივი ომის შემდეგ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ასეთი პოსტულატი არ იყო. ეს მხოლოდ ბოლო წლებში გაჩნდა. ადრე რუსეთი აცხადებდა, რომ მას თავდაცვის ტიპის მომხრე დოქტრინა ჰქონდა და ის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტი იყო. 2014 წელს კი მიმართულება ძირფესვიანად შეცვალა. რუსეთმა პირველად დააფიქსირა სამხედრო მტრებად ნატო და აშშ. შესაბამისად, განაცხადა, რომ თუკი რუსეთის წინააღმდეგ ან მის მეზობელ სივრცეებში განხორციელდება რაიმე ფორმის შეტევა, თუნდაც არაბირთვული სახის, რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ეს მან გამოკვეთა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა წვრთნების რაოდენობა 2012-2015 წლებში და 5-ჯერ გადააჭარბა საბჭოთა კავშირის პერიოდის წვრთნებს. საბჭოთა პერიოდში ვარშავის პაქტის სახელმწიფოები წელიწადში 2 საერთაშორისო დონის მსხვილმასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ, ხოლო საკუთარ ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირი ატარებდა დაახლოებით 10 წვრთნას. ბოლო წლებში კი რუსეთმა ამგვარი მსხვილმასშტაბიანი წვრთნა დაახლოებით 15-20-ჯერ ჩაატარა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
"წელსაც, ცხინვალსა და აფხაზეთში უკვე ჩაატარა მცირემასშტაბიანი, დაბალი საფეხურის წვრთნები. აშკარაა, რომ კრემლი სამხედრო კუნთების დემონსტრირებას ახორციელებს. ბირთვული კომპონენტი გაიზარდა სამხედრო შესყიდვებშიც და 35%-ია ბირთვული შეიარაღების ტიპის, მისი მატარებელი შეიარაღების ტიპების შესყიდვები. მაგალითად, მუდმივი სამხედრო მორიგეობის ფორმატში ორი ტიპის ბალისტიკური რაკეტები - "იარსი" და "ტოპოლ მ" შეიყვანა. რუსეთმა რომ ცხინვალში განალაგა "ისკანდერები", ესეც ბირთვული შანტაჟის კონტექსტში ჯდება. უფრო მეტიც, რუსეთმა შექმნა ერთიანი თავდაცვის ცენტრიც - 24 საათის განმავლობაში მოქმედი ოპერატიული დანიშნულების მართვის ცენტრი, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიცეს პირდაპირი ბრძანება, მოხდეს შეიარაღებული ძალების მობილიზაცია ამა თუ იმ საბრძოლო მიმართულებით. მათ შორს ბირთვული დარტყმის ელემენტების გამოყენებითაც", - განაგრძობს ექსპერტი.
"ასევე, რამდენიმე ხნის წინ რუსეთმა ამ ცენტრის ეგიდით ე.წ. საშტაბო-სამეთაურო წვრთნა ჩაატარა, სადაც მოდელირებული იყო ბირთვული დარტყმის იმიტაცია. ანუ, იმ სიტუაციისთვის, თუკი რუსეთის ან მისი სტრატეგიული მოკავშირეების ტერიტორიებზე მოხდებოდა ნატო-ს ძალების შეჭრა, რუსეთი ამ შესაძლებლობის გამოყენებას განიხილავდა. სხვათა შორის, შავი ზღვის რეგიონშიც მოხდა ანალოგიური მოდელირებული შეტევა - რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა მოახდინა აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავზე შეტევის იმიტაცია. ამის გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ერთ-ერთ ინტერვიუში არ გამორიცხა, თუკი თურქეთთან დაიწყება საომარი მოქმედება, რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ხოლო რუსეთ-თურქეთს შორის სამხედრო ოპერაციების დაწყების ალბათობაზე პროგნოზები უკვე კეთდება. რუსეთის გენერალურ შტაბს აქვს შემუშავებული სტრატეგიული შეტევების განხორციელების სპეციალური გეგმა, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას ითვალისწინებს. ეს არ არის ფსიქოლოგიური წნეხი დასავლეთზე - ეს არის რეალური ბირთვული შეტევის საშიშროება", - განმარტავს მაიასაია
"თუკი ადრე რუსეთი მხოლოდ იმუქრებოდა, ახლა რეალური ბირთვული შანტაჟის პოლიტიკის დონეზე გადავიდა. დასავლეთიც შეშფოთებულია და ემზადება. აშშ-ც, რომელმაც 1992 წლიდან დაიწყო ევროპიდან ბირთვული იარაღის გატანა, ახლა ისევ უკან აბრუნებს. რუსეთმა შარში უკვე გაგხვია, ცხინვალში შემოყვანილი "ისკანდერები" ბირთვულ-ტაქტიკური იარაღის მატარებელი ბალისტიკური რაკეტაა. ეს ძალიან საშიში პრეცედენტია - ნატო იძულებული იქნება ცხინვალის რეგიონი ბირთვული სამიზნის სავარაუდო ზონაში ამოიღოს. ჩვენი ხელისუფლება ჩუმად რატომაა და რატომ არ ყვირის, რომ რუსებმა "ისკანდერები" გაიყვანონ, არ ვიცი. ასე არასერიოზულად რატომ განიხილავს ამას, გაუგებარია. ბირთვული შანტაჟის არეალში ვართ მოხვედრილი. შეზღუდული ბირთვული ომიც კი ჩვენთვის დიდი ზიანის მომტანია, იმიტომ, რომ ეპიცენტრში ვხვდებით. ადრე საბჭოთა კავშირი და აშშ იყვნენ ბირთვული დაშინების პოლიტიკის დონეზე, ახლა არის უკვე ბირთვული შანტაჟი. შანტაჟი ნიშნავს, რომ რუსეთი მართლა ემზადება და სერიოზულად განიხილავს ბირთვული დარტყმის სცენარებს. წესით, ეს განსჯის საგანი უნდა იყოს, ჩვენთან კი ყველა დუმს", - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
"რუსეთს თავის სტრატეგიულ გეგმებში აქვს ის, რომ ნატო მისი მოწინააღმდეგეა და ის ნატო-ს წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება ისე, როგორც ეს იყო ცივი ომის დროს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ცივი ომის დროს საქართველო ნატო-ს სამიზნეში იყო - რამდენიმე ათეული ატომური ბომბი იყო დამიზნებული. რეალურად ახლაც უკვე ახალი ცივი ომია დაწყებული. რაკეტები ამისთვისაა განსაზღვრული, მათ შორის ისიც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს შემოტანილი რუსეთს. ეს ბალისტიკური რაკეტები უკვე დამიზნებული აქვს არა დანარჩენ საქართველოზე, არამედ უფრო თურქეთის მიმართულებაზე. რუსეთთან ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან ყველაზე ახლოს თურქეთია, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. ნატო ამბობს, რომ ცივი ომის შემდეგ რუსეთში ახლა ტარდება ყველაზე მასშტაბური წვრთნები ბირთვული თავდასხმის მოდელირებით. თუმცა, რეალურად არასოდეს შეწყვეტილა ეს წვრთნები - საბჭოთა კავშირის შემდეგ რუსეთის არმია, ავიაცია მუდამ ამისთვის ემზადებოდა. სხვა ამბავია, რომ ადრე ხშირად ვერ ემზადებოდა, ფული არ ჰქონდათ, ახლა კი მოუხშირეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.
"რაც ჰაერში ხდება ყველა ხედავს. რაც წყალქვეშ ხდება, ამას ბევრი ვერ ხედავს, თუმცა ატომური წყალქვეშა ნავები ისევ ისე მორიგეობენ და ემზადებიან. ჩვენ ვიცით ის, რაც ნატო-მ შვედეთის მიმართულებაზე განაცხადა, თორემ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები ბევრს დაფრინავენ ალიანსისკენ - ბევრი საწვავი რომ აქვთ იმიტომ კი არ დაფრინავენ, ისინი ვარჯიშობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში იმავე მარშრუტით წავიდნენ და ჩამოაგდონ ბომბები ან ფრთოსანი რაკეტები აშშ-ის სტრატეგიული ობიექტების დასაბომბად. ხშირად ვამბობ ამას. ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ, რომ ნატო-ს და დასავლეთს ეძინა და გამოღვიძება ახლა დაიწყო. ის, რასაც ახლა სტოლტენბერგი ამბობს, რუსეთი ამას დიდი ხანია აკეთებს, უბრალოდ დასავლეთს ამის შემჩნევა არ უნდოდა. არ უნდოდა ეღიარებინა, რომ ახალი ცივი ომი დაიწყო. თუმცა, უკვე ფაქტის წინაშე აღმოჩნდა უკრაინის მოვლენების და ყირიმის ანექსიის შემდეგ. თუნდაც სირიაში რაც ხდება იმის შემდეგ", - ამბობს ალადაშვილი.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...a-08022016.html This post has been edited by griankali on 8 Feb 2016, 19:42
რუსეთი უნდა დაინგრეს.