#46953099 · 8 Feb 2016, 19:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიჭირს დაწყება მოკლედ, გადავდივარ კონკრეტიკაზე განვიხილოთ ე.წ. სტრატეგიული ობიექტი "რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი" , შემდგომში უბრალოდ გაზსადენი
რა სარგებლობა ან ზიანი(მომავალი ზიანი) აქვს ქვეყანას ამ გაზსადენისგან.
1. არსებული მდგომარეობა, ანუ გაზსადენი ჩვენი სახელმწიფოს საკუთრებაა. -სარგებლობა: ა)ვიღებთ მასში გამავალი გაზის რაღაც(მგონი 10%) რაოდენობას, ბ) დასაქმებულია მუშა-ხელი მის მოსავლელად - ზიანი: ა) შეიძლება მტრულმა სახელმწიფომ გადაკეტოს ეს გაზსადენი და დაგვტოვოს იმ 10% გარეშე ბ) მისი ექსპლოატაციის და შენახვის ხარჯებს იხდის ბიუჯეტი(ანუ ჩვენ)
2. გაზსადენი არის "გაზპრომის" -სარგებლობა: ა)ვიღებთ მასში გამავალი გაზის რაღაც(მგონი 10%) რაოდენობას, ბ) დასაქმებულია მუშა-ხელი მის მოსავლელად გ) მის საქსპლოატაციო ხარჯებს იხდის "გაზპრომი"(ან სხვა), დ)ასევე შემოსაცვალი გაზსადენის გაყიდვიდან. ზიანი: ა) შეიძლება მტრულმა სახელმწიფომ გადაკეტოს ეს გაზსადენი და დაგვტოვოს იმ 10% გარეშე. 3. გაზსადენი არის ვინმე "თოფაძის" -სარგებლობა: ა)ვიღებთ მასში გამავალი გაზის რაღაც(მგონი 10%) რაოდენობას, ბ) დასაქმებულია მუშა-ხელი მის მოსავლელად გ) მის საქსპლოატაციო ხარჯებს იხდის "თოფაძე"(ან სხვა), დ)ასევე შემოსაცვალი გაზსადენის გაყიდვიდან. -ზიანი: ა) შეიძლება მტრულმა სახელმწიფომ გადაკეტოს ეს გაზსადენი და დაგვტოვოს იმ 10% გარეშე. ბ) შეიძლება "თოფაძემ" იხიმანდროს რამე და დააზიანოს ის, რაც ასევე გამოიწვევს 10% გაზის დაკარგვას.
4. გაზსადენი არის ვინმე "გერმანიის" ან აშშ-ს ამ დროსაც დაახლოებით იგივე სცენარი განხორციელდება, რაც მე-2 და მე-3 შია
ახლა რომელი ვარიანტი ჯობს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით?
თუ ეს თემა(ასეთი საკითხები) გაინტერესებთ ვიმსჯელოთ ოღონდ გონივრულად და დინჯად, შესაბამისი დასაბუთებებით მადლობთ ყურადღებისთვის
--------------------
”ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა” ”აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი” "კახელების აღმა ხნულნი ქართველებმა დაღმა ფარცხეს" "სადაც ხარ და რაც გაქვს იმით გააკეთე ის რაც შეგიძლია" დეოკუპაცია! http://aisiforce.org; http://darbazi.info
|