გამარჯობათ
მე და ჩემ მეგობარს სურვილი გვაქვს გავხსნას ტანსაცმლების ქიმწმენდა თბილისის ერთ-ერთ უბანში და ძალიან საინტერესო იქნება გამოცდილი და არამარტო გამოცდილი ადამიანების აზრი ჩვენთვის)
ეს ბიზნესი ჩემთვის ასე ვთქვათ "გახურება" უნდა იყოს და როგორც ვუყურებ იმხელა თანხის ჩადება არ მოგვიწევს რო ამით ყველაფერი დამთავრდეს.
ჩემი ხედვით ამ საქმეში ორი ნიუანსია მთავარი...
1) ორთქლის დანადგარები
2) კომერციული ფართი
რაც შეეხება დანადგარებს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან მაქვს საშუალება რო გამომიგზავნონ ორთქლის დანადგარები. როგორც მითხრეს ფასები 1000-3000 ევრომდე მერყეობს და ასე თუ ისე შეუძლიათ გაარკვიონ რომელი იქნება უკეთესი ამ საქმისთვის...
კომერციული ფართის 4-5 ვარიანტია და ქირის ფასი 700-800 ლარის ფარგლებში მერყეობს)
მთავარს დავამატებ რო ჩემ უბანში და ჩემი უბნის მახლობლად მსგავსი არაფერია გახსნილი.
ღირს თუ არა ამ ბიზნესის წამოწყება ? ორთქლის დანადგარების გარდა კიდე თუ მომიწევს რაიმე მასიურის ყიდვა? რა მრჩება გასარკვევი ? ძალიან გამიხარდება რჩევებს თუ გაიმეტებთ
ყველაფერი ძალიან მარტივად მეჩვენება და ეს ხო არ დამღუპავს ?