რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის Wake Forest-ის მეცნიერებმა სპეციალური ბიოპრინტერი შექმნეს, რომელიც ცოცხალი უჯრედებისგან ადამიანის ქსოვილებსა და ორგანოებს ბეჭდავს.
ახალი 3D პრინტერის შესაძლებლობების დემონსტირების მიზნით, მკვლევარებმა მისი საშუალებით უკვე შექმნეს ადამიანის ქვედა ყბა, კუნთი და ყური.
ბიოპრინტერის შექმნაზე ისინი 10 წელიწადზე მეტს მუშაობდნენ. თუ დამტკიცდა, რომ დაბეჭდილი ქსოვილების იმპლანტაცია ადამიანისთვის უსაფრთხოა, მედიცინაში მისი ფართოდ გამოყენება გახდება შესაძლებელი.
ეს კი ინოვაციური გარღვევა იქნება - დაზიანებული ორგანოების აღსადგენად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად შექმნილი ცოცხალი ქსოვილების გამოყენებას შევძლებთ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უკვე ათ წელიწადში ქირურგიაში, 3D პრინტერით დაბეჭდილი ორგანოებისა და ქსოვილების ფართოდ გამოიყენება მოხდება.
http://www.bpn.ge/teqnologiebi/20441-speci...html?lang=ka-GEძალიან დიდი და კარგი საქმეების გაკეთება მოხერხდება ამ გამოგონებით.
ადამიანის ორგანოებით ვაჭრობასაც დაერხევა…