#46968232 · 10 Feb 2016, 13:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინ იმედის ეთერში მაესტროს წილების დე ფაქტო შემძენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ მაესტროს ყიდვა უნდოდა ВТБ ბანკს. ეს არის საგანგაშო ინფორმაცია. რუსეთმა პროპაგანდისტულ ომში ჩართო ისეთი სტრუქტურაც კი, როგორიც ბანკია. რუსული კომპანიების უკონტროლო ზრდა უკვე საკმაოდ პრობლემური ხდება ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მათი მთავარი ამოცანა არის თბილისის გაზის სისტემის ხელში ჩაგდება და გასუსული ელოდებიან ყაზტრანსგაზის აქედან გასვლას. გაზპრომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც საჭირო დროს წამოტივტივდება. რაც შეეხება ВТБ ბანკს და მის შვილობილ კომპანიას საქართველოში, მასზე საერთაშორისო სანქციებია დაწესებული და თუ ასე გააგრძელეს მეხუთე კოლონის როლის შესრულება, მოუწევთ აქედან აბარგება. ერთხელ ამ სიტყვებით დავემუქრე მათ უფროსობას მოსკოვში, როცა აფხაზეთში დააპირეს ფილიალის გახსნა და ერთ-ორ ფულის გათეთრების ფაქტზეც გამოვიჭირე და იმის მერე ყოველგვარი სურვილი გაუქრათ ერთისაც და მეორისაც. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ამას იზამს ხალხი. ბანკში ხალხის ფული ინახება-უნდა ახსოვდეს ეს ВТБ-ს!
პოსტი ჩემი არ არის გოცირიძის არის
--------------------
მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია.
ბიძინა ივანიშვილი
24.12.2012
adblockplus.org
|