აშშ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება
11:44 10-02-2016
აშშ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტში 4,3 მილიარდი დოლარი რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის იქნება გამოყოფილი. კერძოდ, ვაშინგტონი ნატო-ს წევრი და მოკავშირე ქვეყნებისთვის გეგმავს ფინანსურ დახმარებას.
როგორც თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, აქცენტი გაკეთდება უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე.
"რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე გავლენის მიზნით გაზრდილი მცდელობების საპასუხოდ, ბიუჯეტი ითვალისწინებს 4,3 მილიარდ დოლარს ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში მდებარე ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში რუსეთის აგრესიის გავლენის შესამცირებად პოლიტიკური, ეკონომიკური, საჯარო დიპლომატიის და სამხედრო მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დოკუმენტში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ფინანსური დახმარება მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს იმ მთავრობების და ეკონომიკების მოქნილობა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან რუსული აგრესიის სამიზნე.
"უცხოური მხარდაჭერა დაეხმარებათ მათ გააუმჯობესონ დემოკრატია და მმართველობა, გაზარდონ თავდაცვისუნარიანობა, გააძლიერონ კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ზომები, ხელი შეუწყონ ევროინტეგრაციას, ვაჭრობის სფეროს დივერსიფიკაციასა და ენერგოუსაფრთხოებას. ეს მოიცავს რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად რეგიონის, განსაკუთრებით კი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შესაძლებლობების გაძლიერებას", - განმარტებულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ აშშ გააგრძელებს ინვესტიციების ჩადებას საერთაშორისო მედიის, პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად.
რაცხა ხდება

ისე ამ რუსეთუმეებს რატომ ეხმარება, ვერ ვხვდები
This post has been edited by kvacaraxa on 10 Feb 2016, 12:11
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...