ქართლოსიტიმი და მოდერს შეუძლიათ
მაგრამ უბრალოდ მინდა და წაშალეთ არა მგონია წაგიშალონ
თან სხვა იუზერებსაც თუ აქვთ დაპოსტილი
რამე კონკრეტული და რეალური მიზეზი დაგჭირდება რომ წაშალოს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2. გარანტიის არმიცემა
2.1. ფორუმზე დადებული ყველა მასალა(მათ შორის ფორუმის მონაწილეთა ყველა გზავნილი) გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ან ნაგულისხმებს, რომ ეს მასალები არის სრული, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.
2.2. ფორუმის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი იმ პირდაპირ ან ირიბ ზიანზე, რომელიც შეიძლება თქვენ ან თქვენმა საკუთრებამ განიცადოს ზემოთხსენებული მასალების გამოყენების ან გამოუყენებლობის, ხელიდან გაშვებული სარგებელის ან ინფორმაციის დაკარგვის გამო და ა.შ.
2.4. ფორუმზე განთავსებულ შეტყობინებათა ავტორები ინარჩუნებენ საკუთრების არმქონე უფლებას თავიანთ გზავნილებზე და იღებენ სრულ პასუხისმგებლობას მათ შინაარსზე, თუ ასეთი პასუხისმგებლობა უფლებამოსილების ძალას იძენს, რომელიც მიესადაგება ყოველ კონკრეტულ შემთხვევას.
2.5. ფორუმის ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს ფორუმის მონაწილეთა პირად მონაცემებსა და კონფიდენციალურ ინფორმაციას (მათ შორის ip მისამართსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს), თუ ის დაცულია ფორუმის სხვა მონაწილეების მიერ ნახვისაგან. თუმცა, ეს შეიძლება არ გავრცელდეს იმ მონაწილეებზე, რომლებიც უხეშად არღვევენ წესებს. ასეთ შემთხვევაში შიდა ზომების გატარებასთან ერთად მოხმარებლის ქცევასთან დაკავშირებული საკითხისა და ასევე მისი ფორუმზე ყოფნის მიზანშეწონილობის გადასაწყვეტად, ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ინტერნეტ პროვაიდერებთან (კავშირგაბულობის ოპერატორებთან ან ჰოსტერებთან), ან მომუშავე პერსონალთან წესების დარღვევის დონისა და ფორმის შესაბამისად.
ადმინისტრაცია ასევე იტოვებს უფლებას, საჯაროდ განაცხადოს მსგავს ქმედებათა განხორციელების შედეგები (თუ არ ჩავთვლით კონფიდენციალურ ინფორმაციას) იმ შემთხვევაში, თუ მიაჩნია ეს მიზანშეწონილად ფორუმის ინტერესებიდან გამომდინარე.
2.6. ფორუმისა და მასში წარმოდგენელი მასალების ნებისმიერი სახით გამოყენებით, თქვენ მოცემული დოკუმენტის პირობებს იღებთ. თუ თქვენ არ იღებთ მოცემული დოკუმენტის პირობებს, მაშინ თქვენთვის აჯობებს, მყისვე უარი განაცხადოთ ფორუმისა და მისი მასალების გამოყენებაზე.
ყველაზე მარტივია იმ განყოფილებაში გახდე მოდერი საიდანაც თემების წაშლა გინდა