ძალიან საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი ქვევსამარხებთან დაკავშირებით
რას ნიშნნავს ქვევრსამარხი? - ადრე მიცვალებულს ათავსებდნენ ქვევრში და ასე მარხავდნენ.
თან ზოგად არის ღვინის კვალიც დაფიქსირებული
აშკარაა რომ ეს დაკავშირებულია ღვინის კულტთან
მაგრამ ყველაზე მეტად გამაკვირვა იმან, თუ რომელ ხალხებში იყო დასაფლავების ეს რიტუალი
ქვევრსამარხი — ინჰუმაციური სამარხის ერთ-ერთი სახე, როდესაც მიცვალებულს ათავსებენ ქვევრში ან თიხის სხვა ჭურჭელში.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%...%83%AE%E1%83%98ქვევრსამარხები ცნობილია დინასტიამდელ ეგვიპტეში, ძვ. წ. III-II ათასწლეულების ანატოლიასა (ალაჯაჰოიუქი, ალიშარი) და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში (პირენესა და აპენინის ნახევარკუნძულები, მატერიკული საბერძნეთი, კვიპროსი, კრეტა, სარდინია, კიკლადები, მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი), გვიანდელი ელამური ხანის სუსაში, ტროადაში (ძვ. წ. VII-III საუკუნეები), ანატოლიაში (ელინისტური ხანა), ყირიმში (ძვ. წ. I საუკუნე), სამხრეთ ამერიკაში (I ათასწლეული). ანტიკური წყაროების მონაცემების მიხედვით, მიცვალებულებს თიხის ჭურჭელში მარხავდნენ ბალეარის კუნძულებზე (ძვ. წ. I საუკუნე) და იტალიაშიც (I საუკუნე).
საქართველოში ქვევრსამარხები გავრცელდა ძვ. წ. IV საუკუნის დასასრულს და კოლხეთში არსებობდა ძვ. წ. I საუკუნემდე (დაბლაგომი, დაფნარი, ზემო ფარცხმა, ფარცხანაყანევი, ჭოგნარი, ნოქალაქევი და სხვა). ქართლში აღმოჩენილი ზოგიერთი ქვევრსამარხი (თეთრი წყარო, კავთისხევი და სხვა) ადრინდელი ელინისტური ხანით თარიღდება, ყველა სხვა კი ძვ. წ. II-ახ. წ. I საუკუნეებით (არკნეთი, ზემო ავჭალა, დიღომი, მცხეთა, სამთავრო, მთა ქართლი, კარსანი და სხვა). კახეთის ტერიტორიაზე გავრცელებული ქვევრსამარხები ალაზან-ალოილუთეფეს კულტურას განეკუთვნება. საქართველოში სამარხად იყენებდნენ სამეურნეო დანიშნულების ჩვეულებრივ ქვევრებს – კოლხეთში რუხი თიხისას, ქართლ-კახეთში – წითლადგამომწვარს (ერთ შემთხვევაში მოხატულიც აღმოჩნდა); ჩვილ ბავშვებს ზოგჯერ ორყურა დერგებით მარხავდნენ. კოლხეთში დადასტურებულია სამარხისათვის სპეციალურად დამზადებული ქვევრების გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. ადრინდელი ელინისტური ხანის კოლხეთში ქვევრებს უმეტესად ვერტიკალურად, პირქვე ფლავდნენ. წინასწარ შუაზე გადახერხილი ქვევრის ჩაპირქვავებულ ზედა ნაწილში ათავსებდნენ ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს გვერდზე, თავით დასავლეთისაკენ, და ზევიდან ქვევრის ქვედა ნაწილს ახურავდნენ, აღმოსავლეთ საქართველოში და გვიანდელი ელინისტური ხანის კოლხეთში სამარხი ქვევრები ჰორიზონტულად იყო დაწვენილი, სამხრეთიდან ჩრდილოეთის ან, იშვიათად, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. მიცვალებულებს მარხავდნენ უმეტესად ცალ-ცალკე, იშვიათად - წყვილად. ცნობილია კოლექტიური ქვევრსამარხებიც (ციხიაგორა).
სამარხეული მასალა საკმაოდ ღარიბულია: თიხის თითო-ოროლა ჭურჭელი, ბრინჯაოს ზარაკები, სამაჯურები, ბეჭდები, იშვიათად საკისრე რკალები, ბრინჯაოსა და ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები და საყურეები, მინისა და იშვიათად, ქვის მძივები. კოლხეთში ქვევრსამარხებში ხშირად გვხვდება მონეტები - კოლხური თეთრის წვრილი ნომინალები; აღმოსავლეთ საქართველოში მონეტები იშვიათად გვხვდება, სამთავროს ქვევრსამარხებში 5 პართული მონეტა აღმოჩნდა (ძვ. წ. I საუკუნე). შედარებით უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია კახეთის ქვევრსამარხების არქეოლოგიური მასალა.
Самые ранние Кувшинные погребения открыты в Египте, в могильниках IV-го тыс. до н. э. В периоде III тыс. до н. э. — II тыс. до н. э. они появляются в Месопотамии[2], регионах Средиземноморья и Малой Азии. На Кавказе Кувшинные погребения открыты в Дагестане (II пол. II-го тыс. до н. э.), в Абхазии (нач. I-го тыс. до н. э.), в Колхиде (V-IV вв. до н. э.), но преемственной связи между ними и распространенной во 2 в. до н. э. - первых веках н. э. в Вост. Закавказье кувшинных погребений культурой не устанавливается.
Известно, что у индейцев Южной Америки, тупи и араваков, обычай погребения в глиняных кувшинах существовал до недавнего времени[3].
Практика кувшинных погребений ещё в древности была известна Лаосу, так как там была обнаружена Долина Кувшинов (правда каменных).
ასეთი კითხვები გამიჩნდა
1. კონკრეტულად სადაა აღმოსავლეთ საქართველოში ნაპოვნი ასეთი ქვევრსამარხები
2. მიცვალებულის დაკრძალვა ძალიან მნიშვნელოვანი და ერისთვის სირღმისეული ტრადიციაა და როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ერთმანეთს ის ხალხები, სადაც ეს ტრადიცია იყო? კერძოდ
- დინასტიამდელ ეგვიპტე,
- ძვ. წ. III-II ათასწლეულების ანატოლიასა (ალაჯაჰოიუქი, ალიშარი) და
- ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები (პირენესა და აპენინის ნახევარკუნძულები, მატერიკული საბერძნეთი, კვიპროსი, კრეტა, სარდინია, = კიკლადები, მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი),
- გვიანდელი ელამური ხანის სუსა, ტროადა (ძვ. წ. VII-III საუკუნეები),
- ანატოლია (ელინისტური ხანა),
- ყირიმი (ძვ. წ. I საუკუნე),
- სამხრეთ ამერიკაში (I ათასწლეული) ???!!!!
(ანტიკური წყაროების მონაცემებით) ბალეარის კუნძულები (ძვ. წ. I საუკუნე) და იტალია (I საუკუნე).
ანუ რა გამოდის?
დინასტიამდელ ეგვიპტეს ჰქონდა კავშირები მესოპოტამიასთან და კავკასიასთან?
3. ქვევრსამარხი აღმოაჩინეს ლეილათეფეზე - ეს ურუქის კულტურასთან კავშირზე მიუთითებს, რაზეც არაერთხელ მიუთითებდნენ არქეოლოგები, კი ბატონო - მაგრამ ეგვიპტე?
4. და ბოლოს - ქვევრი და ღვინო განუყოფელი ატრიბუტებია, ვინც იყენებს ქვევრს სამარხად - უდავოდ ღვინის კულტიც უნდა ყოფილიყო იქ ფართოდ გავრცელებული
ჰოდა აქედან კითხვა - საიდან წამოვიდა ქვევრსამარხის ტრადიცია?
შუმერებიდან, ურუქიდან ეგვიპტიდან თუ ანატოლიიდან? რამდენად ახლოსაა ეს ტრადიცია ქართველთა წინაპრებთან?
http://arxeoloq.az/?p=294http://arxeoloq.az/?p=283
This post has been edited by basa-ttt on 25 Nov 2015, 01:02
მიმაგრებული სურათი