საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (იფაბ), რომელიც სპორტის ამ სახეობის წესების რეგულირებას აწარმოებს, მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, რომელიც ფეხბურთის მოდერნიზაციისკენ არის მიმართული. კერძოდ, შაბათს, ორგანიზაციის აღმასკომმა ვიდეოგამეორებების სატესტო რეჟიმში შემოღება, რომელიც სადაო მომენტების გადასაწყვეტად გამოიყენება, ე.წ. „სამმაგი დასჯის“ გაუქმება და დამატებით დროში მეოთხე ცვლილების გაკეთება მოიწონა.
http://alioni.info/sport/fexburtshi-msajeb...geba-plusvideo/
მიმაგრებული სურათი