ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ფიქრობს, რომ ეს "ჭიქაში დატრიალებული ქარიშხალია" და პოლიტიკური ძალები გარკვეული მოგების მიღებას ცდილობენ.
"მგონია, რომ აქ მცდელობაა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ მავანმა პოლიტიკურმა ძალებმა. საქმე რაშია, ეს მცენარეები არცერთი არ არის ენდემი, არცერთი არ არის წითელი ნუსხის მცენარე, ერთი არის ჭაობის კიპარისი და ასევე არის ხე ტიტა. ახლა გადატანა გულისხმობს რას - A წერტილიდან მცენარე უნდა გადავიდეს B წერტილში. თუ კითხვები ისმება იმაზე, რომ არის თუ არა სათანადო ცოდნა და უნარები გადატანისათვისაც და იმისთვისაც, რომ არ გახმეს, მზად ვარ, ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით. ხოლო თუ საუბარია, რომ ხე საერთოდ არ უნდა იქნას გადატანილი ერთი წერტილიდან მეორეში, ვფიქრობ, ეს ლეგიტიმური და სწორი პოზიცია არ არის", - ამბობს აგულაშვილი.
ჟურნალისტებმა აგულაშვილს შეახსენეს, რომ ოპოზიცია ასწლოვანი ხეების გადატანას "ივანიშვილის პირად ახირებას" უწოდებს, რადგან, მათი ინფორმაციით, მცენარეები სწორედ ექსპრემიერის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.
"მე ვლაპარაკობ მცენარის გადატანაზე და არა დამკვეთებსა და შემსრულებლებზე. არც შეკვეთა მიმიღია, არც ის ვიცი, დამკვეთი ვინ არის, ჩემი ინტერესების სფეროშია, რომ მცენარეები როგორც ცოცხლობდნენ A წერტილში, ისევე ცოცხლობდეს B წერტილში", - თქვა აგულაშვილმა.ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ფიქრობს, რომ ეს "ჭიქაში დატრიალებული ქარიშხალია" და პოლიტიკური ძალები გარკვეული მოგების მიღებას ცდილობენ.
"მგონია, რომ აქ მცდელობაა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ მავანმა პოლიტიკურმა ძალებმა. საქმე რაშია, ეს მცენარეები არცერთი არ არის ენდემი, არცერთი არ არის წითელი ნუსხის მცენარე, ერთი არის ჭაობის კიპარისი და ასევე არის ხე ტიტა. ახლა გადატანა გულისხმობს რას - A წერტილიდან მცენარე უნდა გადავიდეს B წერტილში. თუ კითხვები ისმება იმაზე, რომ არის თუ არა სათანადო ცოდნა და უნარები გადატანისათვისაც და იმისთვისაც, რომ არ გახმეს, მზად ვარ, ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით. ხოლო თუ საუბარია, რომ ხე საერთოდ არ უნდა იქნას გადატანილი ერთი წერტილიდან მეორეში, ვფიქრობ, ეს ლეგიტიმური და სწორი პოზიცია არ არის", - ამბობს აგულაშვილი.
ჟურნალისტებმა აგულაშვილს შეახსენეს, რომ ოპოზიცია ასწლოვანი ხეების გადატანას "ივანიშვილის პირად ახირებას" უწოდებს, რადგან, მათი ინფორმაციით, მცენარეები სწორედ ექსპრემიერის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.
"მე ვლაპარაკობ მცენარის გადატანაზე და არა დამკვეთებსა და შემსრულებლებზე. არც შეკვეთა მიმიღია, არც ის ვიცი, დამკვეთი ვინ არის, ჩემი ინტერესების სფეროშია, რომ მცენარეები როგორც ცოცხლობდნენ A წერტილში, ისევე ცოცხლობდეს B წერტილში", - თქვა აგულაშვილმა.
არა შვრატცი რა კულისებიდან მართვა ძიმოკრატია
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.