ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მოწმე ალექსი ბატიაშვილმა ბრალდების პოზიციის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმემ ბრალდების პოზიციის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი დაიკითხა, რომელიც პროკურატურის მოწმე იყო, თუმცა მან განაცხადა, რომ არანაირი დანაშაული არ იკვეთება და "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე განმარტებით, "დელტაკომი" შინაგან საქმეთა სამინისტროს 350 ათას ლარს თხოვდა იმ მომსახურებაში, რაშიც თავდაცვის სამინისტრო 1000 ლარს იხდიდა.
"როდესაც მოხდა ფასთა გამოკითხვა, თავდაცვის სამინისტროს მიერ შეირჩა საუკეთესო წინადადება და მომზადდა ხელშეკრულება "სილქნეტთან". მე მაშინ შსს-ში ვმუშაობდი. შესაბამისად, პროცესებში არ ვიყავი ჩართული, თუმცა გამზადებულ ხელშეკრულებას როდესაც გავეცანი, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ხელშეკრულება ეკონომიკურად მომგებიანი იყო სამინისტროსთვის", - განაცხადა ბატიაშვილმა.
ბიძო გამოიღე