ზოგადად გულში სითბო და მუცელში პეპლები ყველასთვის , უმეტესობისთვის მაინც ნაცნობი შეგრძნებაა
ძირითადა მოწონებით და სიყვარულით გამოწვეული მუცელში პეპლებზე მსმენია
რაღაც სხვასთან მაქვს ახლა საქმე
თავისუფლების პეპლები მაქვს ~
დამოკიდებული აღარ ვარ თავისუფლებას ვგრძნობა

პ.ს რამოდენიმე საინტერესო ფაქტი სიყვარულის შესახებ
1) ,მუცელში პეპლები” მართლაც არსებობენ ,ამ შეგრძნებას ჰორმონი ადრენალინი იწვევს, რომელიც ორგანიზმში შეყვარებისას გამომუშავდება.
2) შეყვარებისთვის საჭიროა 4 წუთი
იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ ადამიანი მოგვწონს თუ არა, საშუალოდ 4 წუთია საჭირო – დაასკვნეს მეცნიერებმა. სწორედ ამ პირველ 4 წუთზეა დამოკიდებული ყველაფერი. თანაც შთაბეჭდილების შექმნაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს არა ის, თუ რას ამბობთ, არამედ თქვენი სხეულის ენა, ხმა, ტონი და საუბრის ტემპი.
3) ჩახუტებას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს
ოქსიტოცინი, ე.წ. სიყვარულის ჰორმონი, რომელიც ჩახუტებისას გამომუშავდება ტკივილს აყუჩებს. ხანგრძლივი მოფერება და ჩახუტება ნელ-ნელა ამციებს და 4 საათში სრულიად აქრობს ტკივილს.
4) შეყვარებულისთვის ხელის ჩაკიდება სტრესს აქრობს და ტკივილს ამცირებს –
დიდხნიან წყვილებს მოფერებით ერთმანეთის დამშვიდება შეუძლიათ, წამალივით მოქმედებს ერთმანეთთან ჩახუტება.