#46991120 · 12 Feb 2016, 21:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზაზა ხატიაშვილი: ესენი ხელისუფლებაში რომ მობრუნდნენ, მთელს საქართველოს ამოხოცავენ! (ვიდეო)
16-02-12 20:19:54 | ამობეჭდვა ზაზა ხატიაშვილი: ესენი ხელისუფლებაში რომ მობრუნდნენ, მთელს საქართველოს ამოხოცავენ! (ვიდეო) დღეს სააპელაციო სასამართლოში საქმე N 1ბ/1173-15 ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძის, კახაბერ ნაკანის, ლევან ბეროძის მიმართ გაიმართა.
სასამართლო პროცესზე ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ პროკურორს ლაშა ცქვიტარიას ბრალდებულმა გიორგი ცააძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უშვერი სიტყვებით აგინა, რასაც დარბაზში მყოფი დამსწრეებიც ადასტურებენ, თუმცა მოსამართლე გიორგი ჩემიას ამაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. სავსე იყო ამავდროულად სააპელაციო სასამართლოს დერეფანი „ ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებით, აქტიური წევრებით და „თავისუფალის ზონის“ აქტივისტებით, რომელსაც თავად ამ ორგანიზაციის სულისჩამდგმელი კობა ხაბაზი ხელმძღვანელობდა.
თავად განსაჯეთ, ნახეთ როგორ ატერორებენ იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს პარტია „ ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, როგორი აგრესიით იქცევიან მოქალაქეების, ჟურნალისტების მიმართ.. ვიდეომასალას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს, რომელსაც ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა.
სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ასევე ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტ ზაზა ხატიაშვილსა და „ენმ“-ის წევრებს შორის, ხატიაშვილის განცხადებით მათ რომ შესაძლებლობა მიეცეთ "ამოხოცავენ მთელს საქართველოს".
მომდევნო სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 26 თებერვალს, 16 საათზეა ჩანიშნული.
p.s. პატივცემული სასამართლოს თავმჯდომარევ, პატივცემულო საზოგადოებავ,ხელისუფლებავ.... რო დე მდე?
|