ძალიან სწორედ არის საკითხები დასმული, თუმცა ეს შეხედულება ძალიან უხეშია, არავინ იცის მატერია განაპირობებს სულს თუ პირიქით, საერთოდაც, მატერიის არსებობის საკითხი დიდი კითხვის ქვეშაა, უფრო სწორედ მატერიის რაობის საკითხი...
სულიერს აქვს რამოდენიმე გამორჩეული თვისება, რომელიც სრულიად საპირისპიროა მატერიის თვისებებთან მიმართებაში.
ჩამოვთვალოთ და განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი, ოღონდ ზუსტი ტერმინები თქვენ შეარჩიეთ:
1.ფორმალობა
2. უპიროვნობა
3. ფარდობითობა
4.აბსოლუტურობა
5. სტრუქტურულობა
6. თვითმყოფადობა.
დავიწყოთ ამათი განხილვა
1. ფორმალობა
ვთქვათ სული არის წრე და შენ ხარ წრე. როგორი წრეც არ უნდა დავხაზოთ, ის მაინც შენ იქნები, ოღონდ იქნები ვთქვათ წითელი წრე, შავი წრე და ა.შ. ანუ არ აქვს მნიშვნელობა რისგან დავხაზავთ ამ წრეს, რა ფერში და როგორ, ის მაინც წრე იქნება. შესაბამისად ატომებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანის სულიერება არის ფორმა და ამ ფორმას რა მოლეკულებით შევადგენთ არა აქვს მნიშვნელობა.
2. უპიროვნობა
ერთი განსაზღვრული ფორმების სულიერს თუ დავარქმევთ პეტრეს და მივცემთ ისეთ ფორმებს როგორიც აქვს პავლეს, მაშინ ისიც პავლე იქნება. ანუ ვთქვათ და მოვახდინეთ ტვინის გადანერგვა და ერთ ადამიანს ჩავუნერგეთ მეორის მეხსიერება და სახასიათო ნიშნები, ის მთლიანად ისეთი გახდება, როგორიც მეორე იყო. პიროვნულობა არის ფარდობითი ცნება და ასევე ფორმას წარმოადგენს, ეს ფორმა კი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს და პიროვნებაც სხვა გახდება. მოკლედ, ცნობიერება არის გაუპიროვნებელი და დროებითი ფორმალობის მიხედვით აქვს პიროვნულობის ნიშნები.
3. ფარდობითობა
ახლა ვთქვათ ავიღოთ ორი ადამიანი, პეტრე და პავლე და ნელ-ნელა, ცნობიერ მდგომარეობაში, სათითაო ატომების შეცვლით გადავაწყოთ ერთმანეთში. თუ რამოდენიმე ატომს შევცვლით, ვერცერთი ვერ იგრძნობს განსხვავებას, ხოლო თუ ბევრს შევცვლით, მაშინ იგრძნობენ რომ მათში რაღაც შეიცვალა, ცოტათი სხვანაირები გახდნენ, ბოლომდე შეცვლის მერე კი ერთი ზუსტად ისეთი ისეთი იქნება როგორც მეორე იყო, მეორე კი ზუსტად პირველს დაემსგავსება. ახლა დავსვათ კითხვა: რომელია მათ შორის პეტრე და რომელი პავლე? ფორმალური მხრივ პეტრე პავლე გახდა, რადგან ფორმა განაპირობებს პიროვნებას, არსებითი მხრივ კი პეტრე შეცვლილია უბრალოდ, მას ხომ ცნობიერე არც კი გათიშვია.
ეს ორივე ლოგიკა არის სწორი!
მაგალითად, ავიღოთ წრე და მართკუთხედი. თუ წრეს შევუცვლით ფორმას და გავხდით მართკუთხას, მაშინ რა იქნება ის, მართკუთდედი თუ ფორმაშეცვლილი წრე? ორივე, დიახ, ორივე ლოგიკა სწორია, ფორმასა და მატერიას განსხვავებული კანონები აქვთ.
4. აბსოლუტურობა.
ვთქვათ ადამიანი გავყინეთ და საუკუნეების მერე გავაცოცხლეთ. მისთვის ეს საუკუნეები არ არსებობს, ანუ ყველა სულიერს საკუთარი ათვლის სისტემა აქვს და ამ სისტემაში ის უკვდავია. შესაბამისად თქვენ ყოველთვის ცოცხლები იქნებით, მარადიულად. უსასრულო დროში თქვენი არსებობის დრო ძალიან მიზერულია, მაგრამ მაინც ცოცხლები ხართ "რატომღაც". ანუ კითხვა "რომელი საათია?" მატერიისთვის ფარდობითია, სულიერისთვის კი აბსოლუტური.
5. სტრუქტურულობა.
ცნობიერებას აქვს მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურულობა, ის ამ სტრუქტურულობით იზრდება და მცირდება. შესაბამისად, რა სახის ცოდნა, თვისებები და გრძნობები არ უნდა დავამატოთ, ცნობიერებაში ყველაფერი სწორად დაეწყობა და ნებისმიერად განვითარდება.
მაგალითად, ვთქვათ და ადამიანის ტვინში გადავნერგეთ სხვა ტვინების ნაწილები, რა მოხდება? მოხდება ის, რომ ყველა გრძნობა, მეხსირებეის ფრაგმენტი და სხვა თვისებები ზუსტად დალაგდება თავის ადგილზე, ადამიანი კი გახდება უფრო ჭკვიანი.
...და არა მარტო ჭკვიანი.
ვთქვათ და პეტრეს მთელი ტვინი ჩავნერგეთ პავლეს ტვინში. რომელი მათგანი გაიღვიძებს? ორივე. და ორივე იქნება ერთი!
დიახ, რამდენი ტვინიც არ უნდა შევაერთოთ ცნობიერება მაინც ერთ სტრუქტურაში მოაქცევს ყველაფერს და მივიღებთ ერთ ადამიანს, რომელსაც ექნება ათი სხვადასხვა ისტორია, ათჯერ მეტი ცოდნა და ათმაგად დაბალანსებული გრძნობები(ესენი არ ემატებიან, ერთმანეთში ჯდებიან).
6. თვითმყოფადობა
ცნობიერება მანამაა დამოკიდებული გარემოზე, სანამ მთლიანად არ მოახდენს ამ გარემოს სრულ შესწავლას და მასში მოქმედი ძალების დამორჩილებას. მერე ცნობიერება ხდება სრულიად თვითმყოფადი და მისი განვითარება არანაირად აღარ ხდება დამოკიდებული გარემოზე, შესაბამისად, ის უნდა გადავიდეს ახალ საფეხურზე. ეს საფეხური კი სრულიად შესაძლებელია ახალი სამყარო აღმოჩნდეს, სხვა სულიერი განზომილება.
საერთო ჯამში, გარანტირებულად შეიძლება ითქვას რომ ადამიანი არა მარტო სხეულისგან გათავისუფლდება, არამედ საზოგადოებისგანაც და გახდება მთლიანად თვითგანვითარებადი არსება, და ამ არსებაში უფრო მეტი ჩაეტევა, ვიდრე საზოგადოება.
ამ დრომდე არც ისე ბევრია დარჩენილი, საკმარისია ხელოვნური ინტელექტი შეიქმნას და გამოთვალოს ბიოლოგიური მეანიზმის მუშაობის ყველა პროცესი, მერე არა მარტო ნებისმიერი კვერცხიდან ნებისმიერ არსებას გამოვიყვანთ, არამედ ნებისმიერი ორგანიზმიდან ნებისმიერ ორგანიზმსაც.
ახლა რაც შეეხება მატერიისა და სულიერის ურთიერთქმედებას, ორივე პროცესი მიმდინარეობს სრულიად ურთიერთშეთანხმებულად, ისე რომ არც ფიზიკის კანონები ირღვევა და არც ცნობიერების. ამავე დროს, არ არსებობს სულიერი პროცესი, რომელსაც არ ახლავს შესაბამისი მატერიალური პროცესი, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სულსა და მატერიას შორის არსებობს იგივეობრივი მიმართება, რომელიც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ უფრო სწორია ვთქვათ, რომ სამყარო იდეალისტურია, ვიდრე მატერიალისტური.
საბოლოოდ დავამატებ კიდე ერთს, მომავალი არ გველის აუცილებლად სასიამოვნო და რომანტიული, რეალობა გაცილებით უფრო მკაცრი და სამწუხაროა, ვიდრე ჩვენ გვგონია, ამას კი მაშინ მივხვდებით, როცა ჩვენი ცნობიერება ახალ სამყაროში შეაბიჯებს. ეს დრო არც ისე შორსაა, დამიჯერეთ.
This post has been edited by m e r a on 2 Apr 2016, 15:10