#47000400 · 13 Feb 2016, 23:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მედროვეები არიან მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე რომ გემეგობრებიან, ოდესღაც მოქკავშირელები რომ იყვნენ, მერე ნაცები რომ გახდნენ, მერე ქოცები და ახლაც რომ ელიან შედეგებს, რომელი მხარე დაიჭირონ. სამსახურშიც ყველას რომ გადაუვლიან, ოღონდ უფროსს „შეუძვრნენ“ და ასიამოვნონ. ჩვენს ქვეყანაში ეს მეთოდი ტრადიციულად კარგად მუშაობს და იმდენად ფართოდ არის დანერგილი, რომ ხელიდან წაუსვლელი ხალხისთვის სამოღვაწეოდ თავისუფალ სივრცეს აღარ ტოვებს. სამწუხაროდ, საქართველოში ნიჭის, ცოდნის და სიმართლის მთქმელი ადამიანები იჩაგრებიან. მათ წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ასეთები გაანადგურონ. ამიტომ თუ გინდა რამეს მიაღწიო, ან ამ უსახურებს უნდა შეუერთდე, ან ქვეყნიდან წახვიდე. ეს დამოკიდებულება მტერზე მეტად ღუპავს ქართველობას და საქართველოს. ბოროტება ყოველთვის წინა პლანზეა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ სამართალი ითხოვს ყველას თავისი მიეზღოს. ერთადერთი, ვინც ამას აკეთებს შეუმცდარად დროა. სწორედ ის გვახვედრებს, რომ ისინი, ვინც მიწიერ კერპებს ემსახურებიან და ისე ცხოვრობენ თითქოს არასოდეს მოკვდებიან, ბოლოს ისე კვდებიან თითქოს არც კი უცხოვრიათ.
--------------------
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.
|