Frankens†ein
^_*

        
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 60000
წევრი No.: 47750
რეგისტრ.: 24-November 07
|
#50465487 · 29 Apr 2017, 17:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რას იტყვით ამ სერვისზე?
QUOTE | კომპანია სერვის ჰაბი გთავაზობთ ავტომობილების ექსპლუატაციის შედეგად გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრის სერვისს. ეს სერვისი განსაკუთრებით პრაქტიკულია მათთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი დრო ავტომობილის მოვლისთვის ან არ აქვს შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ინფორმაცია ავტომობილების დეფექტებისა და გეგმიური სერვისების შესახებ, ან ხელოსნებთან ურთიერთობა, უბრალოდ, დისკომფორტს უქმნის. სწორედ ასეთ დროს ჩვენი კომპანიის გამოცდილი კადრები დაგეხმარებიან, გაგიწევენ კონსულტაციას, მოგემსახურებიან და წინასწარ შეთანხმებული პირობებით გადაგიჭრიან ავტომობილთან დაკვაშირებულ ყველა პრობლემას სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. |
QUOTE | სერვისი შედგება ორი ძირითადი მიმართულებისგან:
1. თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, კონკრეტული სერვისის შესრულებაზე, რომელიც უკავშირდება გეგმიურ მომსახურებას, მაგალითად ზეთების, ღვედების, ფილტრების, ხუნდების , საქარე მინების და საბურავების შეცვლას, სერვისის შესრულებაზე კომპანიის ფიქსირებული საკომისიო 30 ლარია, რომელსაც დაემატება შესაცვლელი დეტალის ღირებულება კლიენტთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი ხარისხის მიხედვით. 2. თუ თქვენ ავტომობილს აქვს ელექტრო მოწყობილობების, სავალი ნაწილების ან რაიმე სხვა დეტალის დეფექტი, საჭიროა დიაგნოსტიკა და შესაცვლელი დეტალების დადგენა. ჩვენი წარმომადგენელი უზრუნველყოფს პრობლემის დადგენას, შესაცვლელი ნაწილების ჩამონათვალზე დეფექტური აქტის შედგენასა და დაზიანებული დეტალების ღირებულებაზე ინვოისის მომზადებას. აღნიშნული სერვისით სარგებლობის საფასური 50 ლარია. მომზადებული ინვოისის მიხედვით, კომპანია ასევე უზრუნველყოფს სამუშაოების ჩატარებას, პირველ პუნქტში მითითებული პირობების გათვალისწინებით. |
--------------------
Mens sana in corpore sano...
|