Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(4)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბაჩანა ბრეგვაძე
, ქართველი განათლებული
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#47006001
· 14 Feb 2016, 18:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
განათლების მსურველებს ვაცნობებ რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი ქართველი განათლებული -ბაჩანა ბრეგვაძე.
შეიძლება ითქვას, თავის "ეპიტაფიაში" ის წერს:
" XX საუკუნის 90-იან წლებამდე ემიგრანტი ვიყავი ჩემს სამშობლოში. 90-იანი წლების შემდეგ -ხიზანი.
მადლობა ღმერთს, მალე მომისწრებს ამნისტია და ჩემს დასაბამიერ სამშობლოში გადავსახლდები"
ამნისტიის დღეც დადგა...
ბაჩანა ბრეგვაძემ დაგვიტოვა განათლების კერა:
1. პლატონის დიალოგები, თარგმ.ძველი ბერძნულიდან,წინასიტყვაობებითა და კომენტარებით (გამოცემულია სახვადასხვა დროს) : „ნადიმი“- 1964, „ფედონი“ - 1966, „იონი, დიდი ჰიპია, მენონი“ -1972, „ტიმეოსი“ - 1994, „ადრეული დიალოგები“ - 1997, „პარმენიდე“ - 2002, „სახელმწიფო“ - 2003.
2. ფსევდო-ლონგინე, „ამაღლებულისათვის“, .თარგმანი ძველი ბერძნულიდან. წინასიტყვაობა, კომენტარები - 1972.
3. მარკუს ავრელიუსი, „ფიქრები“. თარგმანი ძველი ბერძნულიდან. წინასიტყვაობა და კომენტარები - 1981.
4. მიგელ დე სერვანტეს საავედრა.„დონ კიხოტი“, ორტომეული. თარგმანი ესპანურიდან, 1994.
5.ნეტარი ავგუსტინე, „აღსარებანი“, თარგმანი ლათინურიდან. კომენტარები. 1995.
6. ნიკოლო მაკიაველი, „მთავარი“, თარგმანი იტალიურიდან. წინასიტყვაობა, კომენტარები. 1984.
7. ხოსე ორტეგა ი გასეტი, „მასების ამბოხი“. თარგმანი ესპანურიდან, 1993.
8.პოლ ვალერი, „სულის კრიზისი“,თარგმანი ფრანგულიდან, 1993.
9. ჰენრიკ იბსენი. დრამები. ორტომეული, 1994
10 ბლეზ პასკალი, „აზრები“, თარგმანი ფრანგულიდან. წინასიტყვაობა, კომენტარები - 1981.
11. ბაჩანა ბრეგვაძე, თხზულებანი. ოთხტომეული - 2011-2012.
12. „ახალი აღთქმა“ (ბიბლია), თარგმანი ძველი ბერძნულიდან. 1975 -1989. გამოიცა 1989, 2009, 2013წწ.
თქვენს განათლებულ სულს უკან დარჩა კვალი განათლებული, ხოლო წინ მარადიული ნათელწყარო გეგებებათ ძვირფასო ბატონო ბაჩანა
* * *
..........................................
This post has been edited by
annavita
on 14 Feb 2016, 18:46
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
thanos
Zizyphus > Sisyphus
ჯგუფი: Members
thanos
Zizyphus > Sisyphus
ჯგუფი: Members
წერილები: 12667
წევრი No.: 153296
რეგისტრ.: 24-August 12
#47006366
· 14 Feb 2016, 19:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცუდია, ძალიან ცუდია
ექსტრა კლასის მთარგმნელი იყო, თანაც ისეთ რაღაცეებს თარგმნიდა რაც სხვებს ეკიდათ და ეკიდებათ სამარადჟამოდ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#47006453
· 14 Feb 2016, 19:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
thanos
QUOTE
ცუდია, ძალიან ცუდია
ექსტრა კლასის მთარგმნელი იყო, თანაც ისეთ რაღაცეებს თარგმნიდა რაც სხვებს ეკიდათ და ეკიდებათ სამარადჟამოდ
ამდენმა ადამიანმა ნახა თემა და შენ ერთი გამოეხმაურე. ეს არის ძალიან ცუდის გაგრძელება როგორც ცუდი, ძალიან ცუდი და ცუდზე ცუდი!
არადა, განათლების მსურველები არიან აქ...მათთვის გახსენი ეს თემა თორემ მე გავიზარდე ამაზე..
ის მეტი იყო ვიდრე მთარგმნელი. ესაა მთავარი. ის იყო განათლებული და ნათლის გადამცემი.
This post has been edited by
annavita
on 14 Feb 2016, 19:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
thanos
Zizyphus > Sisyphus
ჯგუფი: Members
thanos
Zizyphus > Sisyphus
ჯგუფი: Members
წერილები: 12667
წევრი No.: 153296
რეგისტრ.: 24-August 12
#47006787
· 14 Feb 2016, 20:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
QUOTE
ის მეტი იყო ვიდრე მთარგმნელი. ესაა მთავარი. ის იყო განათლებული და ნათლის გადამცემი.
თარგამნებზე რომ არაფერი ითქვას, ის წინამძღვრება/გააზრებები რაც დართული ქონდა წიგნებს ცალკე აღნიშვნის ღირსია, განსაკუთრებით პარმენიდე, პასკალი და აურელიუსია გამოსაყოფი. თხზულებების ოთხ ტომეულიც მნიშვნელოვანი ნაშრომია. მე მარტო ბოლო წლების ჩანაწერები მაქვს წაკითხული და ძალიან კარგი რამეა.
სავარაუდოდ ჩაკვდება აწი საკმაო ხნით ანტიკური ლიტერატურის თარგმნის პროცესი საქართველოში...
პ.ს ვინმეს რომელიმე ბუკინისტთან თუ გეგულებათ გამომცემლობა ნეკერის წიგნები, გარდა ბერგსონისა დაწერეთ
თავის დროზე, 90-იანებში გამოსცეს ბაჩანა ბრეგვაძის ნათარგმნი წიგნები და ვერ ვიშოვე ვერსად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
matarebeli
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
matarebeli
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5953
წევრი No.: 43008
რეგისტრ.: 30-September 07
#47011195
· 15 Feb 2016, 10:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეორე ექვთიმე ათონელი
დიდი ადამიანი და მოღვაწე...
--------------------
Sine ira et studio
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#47011305
· 15 Feb 2016, 11:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
matarebeli
რომელსაც ხელისუფლებებმა აი რა დამართეს:
შეიძლება ითქვას, თავის "ეპიტაფიაში" ის წერს:
" XX საუკუნის 90-იან წლებამდე ემიგრანტი ვიყავი ჩემს სამშობლოში. 90-იანი წლების შემდეგ -ხიზანი.
მადლობა ღმერთს, მალე მომისწრებს ამნისტია და ჩემს დასაბამიერ სამშობლოში გადავსახლდები"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
THH
Crazy Member
ჯგუფი: Members
THH
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3763
წევრი No.: 151080
რეგისტრ.: 18-June 12
#47013376
· 15 Feb 2016, 15:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მადლობა ქალბატონ ანავითას ამ თემის გახსნისთვის, კარგია რომ პოლიტიკიდან
ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა
აქ გადმოვინაცვლეთ.
ბაჩანას როლი ქართველთა გამანათლებლობაში სრულიად განასაკუთებულია. მარტო პლატონი რომ ეთარგმნა ის ეყოფოდა უკვდავებისთვის.
არადა, პირველ პოსტში, რა შთამბეჭდავი სიაა მისი ნათარგმნების. არაქართველმა, რომ ნახოს ეს სია, გაუკვირდება: ბაჩანამდე რას აკეთებდითო? როგორ შეიძლება ამ ნაწარმოებების გარეშე ინტელექტუალური და სულიერი ცხოვრება? ეჰ, რამდენი რამეა, რისი თარგმნაც ალბათ სურდა და ვერ მოასწრო.
როგორც ვთქვი შთამბეჭდავი სია დაგვიდო ანავითამ, და იქ ჩემი უსაყვარლესი ''ფიქრებიცაა,'' აი, ის, არჩევანი რომ გქონდეთ მხოლოდ ერთი წიგნის უდაბნოში წაღების, და რომელსაც აირჩევდით..
მაგრამ სადაც არჩევანია, იქ არადანიცაა..
ჩემი არადანი მაგ სიაში არაა: ესაა დანტე. ახალი ცხოვრება. წიგნი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვკითხულობ. ანავითას, ალბათ იმიტომ გამორჩა, რომ ის წიგნი თამაზ ჩხენკელთან თანამშრომლობის შედეგია. ბაჩანას ბწკარებზე ჩხენკელმა დანტეს კანცონები გალექსა.
თვალი გადავავლე პოლიტიკაში მოყვანილ პოსტებს, და გული დამწყდა. კი,ყველა აქებს, მაგრამ მისი განსაკუთრებულობა თვალში საცემია. მისი შედარება თუნდაც ჯემალ აჯიაშვილთან, ვახუშტი კოტეტიშვილთან, გინდა ნოდარ ნათაძესთან არ შეიძლება. ეს ხალხი ჩინებული მთარგმნელები იყვნენ და მათი წიგნები ჩემს ბიბლიოთეკას ამშვენებს, მაგრამ ბაჩანა სხვა დონეა....
ერთმა მათემატიკოსმა დაწერა ფესიბუკზე, რომელსაც სრულიად ვეთანხმები:
''დღეს, პირველად გავეცანი მასზე ბიოგრაფიულ ცნობებს ვიკიპედიაში. თურმე, უნივერსიტეტში, ფილოლოგიურზე უსწავლია. არაფერი გასაოცარი, ერთი შეხედვით. არადა, აქამდე, დარწმუნებული ვიყავი, მას, ახალგაზრდობაში, აუცილებლად უნდა ჰქონოდა პროფესიული დამოკიდებულება მათემატიკასთან. სხვანაირად ვერ ამეხსნა, მისი მათემატიკური წიაღსვლები ''პასკალის'' წინასიტყვაობაში.
ესაა, უმაღლესი პროფესიონალიზმი, როცა პასკალის ფილოსოფიის გასაგებად, მათემატიკაც კი ისწავლა, ისე, რომ მე ნაკლი ვერ ვუპოვე მის მათემატიკურ მსჯელობებს.''
This post has been edited by
THH
on 15 Feb 2016, 15:39
--------------------
ყველაფერი ქარია და ჩვენება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე
ჯგუფი: Members
mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე
ჯგუფი: Members
წერილები: 2483
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
#47014154
· 15 Feb 2016, 16:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
QUOTE
ის მეტი იყო ვიდრე მთარგმნელი. ესაა მთავარი. ის იყო განათლებული და ნათლის გადამცემი.
თარჯიმანი ჰგავს დირიჟორს, რომელიც დირიჟორობისას თვითონაც ქმნის _ კომპოზიტორის თანაავტორი ხდება.
matarebeli
QUOTE
დიდი ადამიანი და მოღვაწე...
+.
QUOTE
მეორე ექვთიმე ათონელი
მის დონემდე ავიდოდა, ბერობის უღელიც რომ ეტვირთა; შესაძლოა, წმ. გიორგი ათონელის დონემდეც კი.
THH
QUOTE
მისი შედარება თუნდაც ჯემალ აჯიაშვილთან, ვახუშტი კოტეტიშვილთან, გინდა ნოდარ ნათაძესთან არ შეიძლება.
_ შედარება შეიძლება; გატოლება არა.
QUOTE
ბაჩანა სხვა დონეა....
+.
This post has been edited by
mRvdeli giorgi sxiladze
on 15 Feb 2016, 16:48
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული!
ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..)
ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#47021767
· 16 Feb 2016, 14:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mRvdeli giorgi sxiladze
QUOTE
შედარება შეიძლება; გატოლება არა.
მისი პიროვნების გატოლება შეიძლება ზურაბ კაკაბაძესთან, გურამ გეგეშიძესთან, XXს.სხვა განათლებულ ქართველებთან..
QUOTE
თარჯიმანი ჰგავს დირიჟორს, რომელიც დირიჟორობისას თვითონაც ქმნის _ კომპოზიტორის თანაავტორი ხდება.
მთარგმნელი...დიახ..
მაგრამ მაინც
QUOTE
ის მეტი იყო ვიდრე მთარგმნელი. ესაა მთავარი. ის იყო განათლებული და ნათლის გადამცემი.
* * *
THH
QUOTE
მადლობა ქალბატონ ანავითას ამ თემის გახსნისთვის, კარგია რომ პოლიტიკიდან
ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა
აქ გადმოვინაცვლეთ.
თქვენ გმადლობთ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tako44
პლატონოპოლისელი
ჯგუფი: Members
tako44
პლატონოპოლისელი
ჯგუფი: Members
წერილები: 4522
წევრი No.: 22998
რეგისტრ.: 8-September 06
#47027993
· 17 Feb 2016, 01:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პირადად ვიცნობდი. ძალიან ჩუმი და უხმაურო ადამიანი იყო. რაღაც საბუთები გავუკეთე ერთხელ და მას მერე სამასი მადლობა გადამიხადა. არადა არაფერი ყოფილა განსაკუთრებული. მე მის თარგმანებზე გავიზარდე არადა. იქით მქონდა სამადლობელო.
შეძრული ვარ ამ ამბით.
--------------------
Ask me If I Care--by Michael Hayes.. miss him too much :(
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rockforever
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
rockforever
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10793
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08
#47029659
· 17 Feb 2016, 11:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთ-ერთმა ტელევიზიამ სიუჟეტი გამოაცხო და ხან ბრეგვაძე ეწერათ,ხან ბრეგაძე, ეს მექანიკური შეცდომა არაა,ამ კაცის გვარი და სახელი პირველად გაიგეს და მაგისი ბრალია..
რამდენი ბაჩანა ბრეგვაძე ეყოფა ამ საერთო გაუნათლებლობას არ ვიცი
--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#47032623
· 17 Feb 2016, 16:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდაზე დაკრძალავენ
http://www.newposts.ge/?l=G&id=99881-%E1%8...%83%95%E1%83%90
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
#47039202
· 18 Feb 2016, 12:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
QUOTE
ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდაზე დაკრძალავენ
თუ მთაწმინდაზე ადგილი დარჩა, ეგ ადგილი ნამდვილად ეკუთვნის მას
ღმერთმა აცხონოს...
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#47040347
· 18 Feb 2016, 14:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rockforever
QUOTE
ერთ-ერთმა ტელევიზიამ სიუჟეტი გამოაცხო და ხან ბრეგვაძე ეწერათ,ხან ბრეგაძე, ეს მექანიკური შეცდომა არაა,ამ კაცის გვარი და სახელი პირველად გაიგეს და მაგისი ბრალია..
რამდენი ბაჩანა ბრეგვაძე ეყოფა ამ საერთო გაუნათლებლობას არ ვიცი
Krusty_the_Clown
QUOTE
თუ მთაწმინდაზე ადგილი დარჩა, ეგ ადგილი ნამდვილად ეკუთვნის მას
ღმერთმა აცხონოს...
როდესაც საკულტო პროგნოზისტიკა /ორაკული, განნათლებულის წინასწარმრტყველება/ წარსულს ჩაბარდა, ქართულ სინამდვილეში მისი ფუნქცია აიღო სიტყვაკაზმულმა მწერლობამ, რომელიც ზოგადად კულტიდანაა დაბადებული და წილნაყარია განჭვრეტის /прорицание/ ხელოვნებასთან.
ჩვენი გენიალური მწერლები/პოეტები/ წინასწარმეტყველური ტიპის განმჭვრეტნი და განნათლებულები არიან სამყაროს მთელისა და ხდომილებათა წვდომით, რაც ათასწლეულთა სიღრმეების მიღმიერი წარსულიდან მოედინება აწმყოში და მომავალს მიემართება.
ამ ტიპის განნათლებულია ბაჩანა ბრეგვაძე, რომელიც მავანისთვის მხოლოდ სახელი და გვარია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
Krusty_the_Clown
Wise member
ჯგუფი: Members
წერილები: 6726
წევრი No.: 200823
რეგისტრ.: 9-April 15
#47044976
· 18 Feb 2016, 22:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მ კაცის გვარი და სახელი პირველად გაიგეს და მაგისი ბრალია..
შესაძლოა, პირველად გაიგოს ადამიანმა, მაგრამ შემდგომ დაინტერესდეს და დააფასოს ადამიანის ღვაწლი, ეს ტრაგედია არაა.
annavita
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(4)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0294 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.