
ჰო, რაო ქართულო ოცნებავ, ბედნიერი ხარ გუშინდელი აქციის მასშტაბურობით?

დარწმუნდი, რომ ამ ქვეყნის თქვლეფას განუკითხავად გააგრძელებ კიდე 3 წელი ხო?
კმაყოფილი ხარ და ალბათ სიამოვნებისაგან ვალებს ნაბავ იმის შეგნებით, რომ ისე გაასაცოდავე და გაამათხოვრე საქართველოს მოსახლეობა 50 ლარად სადაც გინდა მიიყვან, რამდენ ხანსაც გინდა დააყენებ, რასაც გინდა იმას აყვირებ და რასაც გინდა იმას დააჭერინებ ხელში. გვჯერა, რომ 2024-სთვის, თუ დაგცალდათ, 20-ლარამდე დაწევთ "სტავკას".
ყოჩაღ ბიძინა და ორჯერ .... არა, ოცჯერ კიდე უფრო ყოჩაღ ბიძინას ადეპტებო! კაც-ღმერთი ბიძინა არ შემცდარა თქვენში, ნწ
რამდენი არჩია ამ ბრძენმა კაცმა შესაბამის კადრები, რამდენი გადაარჩია, რამდენი გადააგდო, რამდენი ჩამოიცილა, რამდენი გადაიმტერა და საბოლოოდ იმ "წმინდა ნაღებს" მოუყარა თავი მის ირგვლივ, ვისაც არაფერი ადამიანური და ზნეობრივი ხელს არ შეუშლის, ოდნავაც კი არ შეეწინააღმდეგება მისი სისინა ხმის სრულ მორჩილებაში, მისი ნების უსიტყვო აღსრულებაში.
ხო, თქვენამდეც თითქმის ყველა ხელისუფალი ასეთი იყო, ყველას ასე ერჩივნა, რომ მისი ხალხი მათხოვარი და 20 ლარზე დახამებული, ადვილად სამართავი ყოფილიყო. ან გამძღარი და სრულად მასზე დამოკიდებული.
კი, თქვენამდეც ასეთები იყვნენ, მაგრამ თქვენ მაინც აქამდე არნახულ სიმაღლეებს შესწვდით ამ ასპარეზზე - შიში, უტიფრობა და
უკიდურესი გაჭირვება - ამ ეშმაკეულ სამებაზე ააშენა კაცღ-ღმერთმა მისი ტახტი ამ ქვეყანაში. თქვენ კი მის მოურავებად
დაგაყენათ.
როგორც ჩანს ამას ვიმსახურებთ. სადღაც შევცდით ისტორიის სავალ გზებზე, სადღაც ზვიადსა და სამჯერ წყეულ შევარდნაძეს შორის. სადღაც იქ, სადაც გამყიდველი კიტოვანი დღესაც დიდ გულზე დააბიჯებს და არაფერს ნანობს.
ეს სამყარო კი ასეა მოწყობილი, რომ საბოლოო ჯამში ყველას ის გვყავს და გვაქვს, რასაც ვიმსახურებთ.
მაგრამ, საკუთარ შვილებს, რომ ზრდით თქვე ადამიანობა დაკარგულებო , ისინიც რომ უკეთესს არაფერს და უფრო უარესს იმსახურებენ ამასაც ვერ ხვდებით? ასე გადაგაგვარათ კაც-ღმერთმა?
დაე!