დღესაც გათენდა, გუშინდელის არ იყოს.
გუშინ დილას მინუს ცამეტს აჩვენებდა თერმომეტრი.
დღეს მხოლოდ ექვსს.
ჩიტების სტვენაში სხვა ტონალობები ჩნდება შობის მერე და ახლა ეს ტონალობები ძალას იკრებენ.
ჰაწვალის სათხილამურო ტრასა დატვირთულია ძირითადად ადგილობრივებით. თვით 5-6 წლის ბავშვებიც ძალზე სრაფად და სასიამოვნოდ სრიალებენ.
თეთნულდის პირველი ეტაპი გაიხსნა.
ჯერ მხოლოდ ადვილი ტრასა.
იგრძნობა რომ სვანი ახალგაზრდები საზამთრო სპორტში მალე დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
მადლიერების გრძნობა გიჩნდება მიშასადმი.
მერე ყავარჯნიანი ცხოველი და სხვა სადიზმები ჩრდილავენ და ნეგატივებად აქცევენ პოზიტივებს.
ფიქრობ "ყოფნა -არყოფნაზე."
დაბადებამდელ ყოფიერებაზე ფიქრები მტანჯველად გაწუხებენ.
ზოგჯერ რაღაც ალუზიები ჩაივლიან ჟრუანტელად და სულისშემკვრელად, მაგრამ მყისვე იფანტებიან და კვლავ უსულო მატერიის დამთრგუნავ უსიცოცხლობაში გტოვებენ.
მერე ამქვეყნიური საზრუნავები შემოსრიალდებიან გონებაში და და საძაგელ ჭაობში გძირავენ.
დანანებით გაიხსენებ გარდასულ მედიტაციურ დღეებს და "დიკენსის გმირივით" ცეცხლთან ჩაფიქრდები.
ამჯერად ეს....
This post has been edited by dylan on 12 Feb 2016, 14:41
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.