ავსტრიული პროპაგანდა- ევროპა უნდა განთავისუფლდეს აშშ-ს ბატონობისგან!
16-02-11 12:27:52 | ამობეჭდვა
ავსტრიული პროპაგანდა- ევროპა უნდა განთავისუფლდეს აშშ-ს ბატონობისგან!
ახალგაზრდა ავსტრიელი პოლიტიკოსის, ვენის მერის მოადგილის, ავსტრიის “თავისუფლების პარტიის” წევრის იოჰან გუდენუსის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროპა უნდა განთავისუფლდეს აშშ-ს ბატონობისგან!”
იოჰან გუდენუსი:
– “რუსეთის პრეზიდენტმა აბსოლუტური სიმართლე თქვა, ის უნდა იყოს ისეთი, როგორსაც ელის მისი ხალხი – ეს არის პრეზიდენტის, ქვეყნის მეთაურის ამოცანა!
ევროპელები, არ აქვს მნიშვნელობა, გერმანელები, ავსტრიელები, სერბები, ფრანგები – ყველას, ევროპელებს აქვთ უფლება, რომ მათი ხალხების წარმომადგენელი იყოს ისეთი, როგორსაც მისგან მისი ხალხი მოელის და არა ნატო-სა და ამერიკელების ინტერესების მიხედვით;
მათ აქვთ უფლება, ჰქონდეთ მოლოდინი, რომ კულტურა, ღირებულებები, სიმდიდრე, უფლებები, ცხოვრების წესი, რომელიც წინაპრებისგან გადმოეცათ ჯიჰადიზმისა და სალაფიზმისგან დაცული იყოს.
დიახ, ეს ასეა, ბრძოლა ძალზე მნიშვნელოვანია რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება ევროპაშიც, ეს არის ბრძოლა არაჯანმრთელი აზროვნების სახის წინააღმდეგ ევროკავშირში და სწორი დამოკიდებულება ტოლერანტობისა და თვითგანადგურების მიმართ.
არაჯანსაღი მიამიტობა და გულუბრყვილობა, არაჯანსაღი უღმერთო აზრები, რომლებიც გაჩნდა ევროპაში – მოდით, ამის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ! ერთად ვიბრძოლოთ ქალბატონებო და ბატონებო!
ეს არის ევროპული სამყაროს ბრძოლა სალაფისტური ისლამიზაციის წინააღმდეგ, ბრძოლა ევროპისა და მისი ხალხების სიკვდილისგან გადარჩენისა. ამ ბრძოლას მხოლოდ მაშინ მოვიგებთ, თუ ჩვენ, ყველანი, ერთად, ერთობლივად გავაკეთებთ ერთ საქმეს – ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, ევროკავშირისაც, რომ გამოვიჩინოთ კეთილგონიერება და გადავდგათ ნაბიჯი რუსეთისკენ.
პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქმნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტა (ტაში). ერთის მხრივ, როგორც ურთიერთთანამშრომლობის სურვილის დადასტურების მტკიცება, მეორეს მხრივ, ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
ეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა აშშ-ს ბრძანების შედეგად. აშშ-ის მიზანი ყოველთვის იყო ევროპის დაყოფა და მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთი ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი (ტაში).
მხოლოდ ჩემ სამშობლოში, ავსტრიაში, რომელიც ძალიან პატარა ქვეყანაა, ექსპერტების შეფასებით, ამ სანქციების გამო, 45 000 ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე და ეს იმ დროს, როცა ჩვენთან უმუშევრობის ისედაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია II მსოფლიო ომიდან მოყოლებული.
თუ შემდგომშიც გაგრძელდება ეს კურსი, ავსტრიის ექსპორტი რუსეთში მეოთხედით შემცირდება, რაც 3 მლრდ ევროს დანაკარგია. არ შეიძლება ამას ასე უბრალოდ, უმოქმედოდ უყუროს მთავრობამ და ევროკავშირის მთავრობამ. ევროკავშირმა თავს ნება მისცა და ეს სანქციები აშშ-ის კარნახით მიიღო.
აშშ-ს ბევრი რამის კარნახი უნდა... აშშ-ს ასევე უნდა, რომ კოსოვო გახდეს “იუნესკოს” წევრი და ამ შემთხვევაში ჩვენც მოვაწერეთ ხელი პეტიციას, რომ ეს არასწორია და არ მიირეს კოსოვო “იუნესკოში” .
ამ მაგალითით ჩანს, რომ ხალხის ზეწოლით ზემოქმედება აბსოლუტურად შესაძლებელია.
აშშ-მა გვიკარნახა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის არის ახლა ერთადერთი სახელმწიფო რომელსაც აქვს პლუსი ტვირთბრუნვაში რუსეთთან. გერმანიას შეუმცირდა, ავსტრიას შეუმცირდა და ა.შ ხოლო აშშ-ს პირიქით, გაეზარდა 10%-ით. ეს რა პოლიტიკაა ამ ევროკავშირში, როცა ასეთს უშვებს, ესენი თავიანთი ხალხის წარმომადგენლობა კი არა, ესენი თავიანთი ხალხის გამყიდველები არიან,
ქალბატონებო და ბატონებო!
დადგა დრო, რომ ეს პრობლემები წინა პლანზე გადმოვიტანოთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – ევროპა არ არის მხოლოდ ევროკავშირი! ევროკავშირი უფრო და უფრო ხდება ანტიევროპული პროექტი. მე ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ამოცანა უნდა იყოს ის, რომ დავაბრუნოთ ევროკავშირი სწორი მიმართულებით!
შემიძლია ვთქვა, რომ თუ ევროკავშირი, ერთის მხრივ, იღებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სანქციებს ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ, ხოლო მეორეს მხრივ, მოლაპარაკებას აწარმოებს თურქეთის ევროკავშირის წევრად გახდომაზე, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ არასწორი მიმართულებით მიდის ევროკავშირი.
დასასრულს, მინდა გითხრათ – ევროპა უნდა განთავისუფლდეს ამერიკული უღლისგან!
გუდენუსის გამოსვლის კვალდაკვალ ბულგარეთის დედაქალაქში პარლამენტის შენობის წინ გამოვიდა მოსახლეობა ნაციონალური დროშებითა და ნაციონალური გმირების: ვასილი ლევსკის, ხრისტო ბოტევის, ივან ვაზოვის პორტრეტებითა და ლოზუნგებით: "NATO გაეთრიე ქვეყნიდან!” `შეწყდეს ამერიკული ოკუპაცია!” ქვეყანაში არსებული განუკითხაობის გასაპროტესტებლად.
მღელვარება გამოიწვია იმან, რომ განათლების სისტემაში გამოიკვეთა ბულგარეთის ისტორიის გადაწერის მცდელობა, ასევე სასწავლო სახელმწძღვანელოებიდან დიდი ბულგარელი ავტორების ამოღება.
ხალხი სწორედ საკუთარი, მშობლიური ისტორიის დასაცავად გამოვიდა. ბულგარეთის ისტორიისა და ლიტერატურის მკრეხელური ხელყოფის დირექტივების ავტორად ბულგარელი ხალხი აშშ-ს თვლის, რომელიც ურცხვად ერევა ქვეყნის პოლიტიკაში და საკუთარი განზრახვების სისრულეში მოყვანას ხალხის ნების გამოხატულებად ნათლავს.
აქციაზე დემონსტრანტების დაპატიმრებაც მოხდა, თუმცა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ესეც მოწყობილი იყო, რადგან მშვიდობიან დემონსტრანტებში შეშვებული იყვნენ ცივიარაღიანი (დანები) და ძალოსანური სპორტის ელემენტების კარგად მცოდნე პროვოკატორები, დაკავებით კი, დემონსტრაციის აქტიური მონაწილეები დააკავეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, გადადგა განათლების მინისტრი, რაც არაფერს ცვლის, რადგან ევროსაბჭოს თავმჯდომარეს თანამზრახველებთან ერთად ღიად აქვს გამოცხადებული, რომ ისეთი ცნებები, როგორიცაა “ეროვნება” და “სამშობლო” , ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ.
იგივე წერია 2014 წელს მიღებულ მემორანდუმში საბერძნეთის შესახებ, რომ 11.12.2018 წლიდან უნდა მოხდეს საბერძნეთში საბერძნეთის ისტორიის გაუქმება და ბერძენთა აჯანყების შესახებ ინფორმაციის ამოღება სასკოლო პროგრამებიდან, სანაცვლოდ, ევროპის აღორძინებისა და საფრანგეთისა და იტალიის რევოლუციების საკითხებთან დაკავშირებული გაკვეთილების შემოტანა, – ასე ამბობს ევროსაბჭოს თავმჯდომარის ჰერმან ვან რომპეის ხელმოწერილი მემორანდუმი. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, ცხადია, საკუთარი ისტორიის დაკარგვა მხოლოდ საბერძნეთსა და ბულგარეთს არ ეხება და შეეხება ან შეეხო...
გიორგი ჩხეიძე
“საერთო გაზეთი“
http://tb24.ge/index.php/msoflio/item/2337...%83%90%E1%83%9Cეს კაგებეს ვირთხა ყოფილა ტო
თანაც წარმოშობით კახელი, მამამის ვიცნობ